გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  „სტოკჰოლმი+50” მოსამზადებელი პირველი ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „სტოკჰოლმი+50” მოსამზადებელი პირველი ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გახსნა

access_time2022-04-18 12:00:00

ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების მეშვეობით, საქართველო შეუერთდა მსოფლიოს 58 ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, რომელიც წინ უძღვის შვედეთში, 2-3 ივნისს დაგეგმილ კონფერენციას „სტოკჰოლმი+50“.



საკონსულტაციო შეხვედრები საშუალებას იძლევა, საზოგადოების ფართო წრე ჩაერთოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მსჯელობაში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა და პანდემიის შემდგომი აღდგენის კლიმატგონივრული გზების შესახებ. ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგების, შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა „სტოკჰოლმი+50“ კონფერენციის დროს შედგება.



„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გადაწყვეტილებების გამჭვირვალედ მიღება და მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება, რათა ეფექტიანად იქნას აღსრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. კონსულტაციის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები არა მხოლოდ არსებითია საქართველოს სახელით წარსადგენი ანგარიშის მომზადების პროცესში, არამედ სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს დაეხმარება სამომავლო პოლიტიკისა და გასატარებელი ზომების უკეთ იდენტიფიცირებასა და დაგეგმვაში. მიუხედავად პანდემიისა, საქართველომ ბოლო წლებშიც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების დაცვისა და სწორად მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. იმ პირობებში, როდესაც საქართველომ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, როგორც ჩვენი ძალისხმევა, ასევე თქვენი ყველას ჩართულობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ ხელშესახებ და წარმატებულ შედეგებს მივაღწიოთ,” - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.




კონფერენცია „სტოკჰოლმი+50“ გაეროს პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ამ დღეს გარემოს დაცვა პირველად დადგა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. „სტოკჰოლმი+50“-ის მონაწილეები მსოფლიოს გარემოსდაცვითი ძალისხმევის ხუთი ათწლეულის შედეგებს შეაჯამებენ და იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე იმსჯელებენ, რომელიც უნდა გადაიდგას ჯანსაღი პლანეტისა და საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად.
საქართველოში ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა.



შეხვედრას შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, შვედეთის ელჩის მოადგილე ერიკ ილესი, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up