დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2021-09-23 11:45:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



მემორანდუმს, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოების და განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დევიდ მორისონმა და CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა მოაწერეს ხელი.



„საგრანტო დახმარებას, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს, საქართველო კავკასიის ბუნების ფონდისგან WYSS Foundation-ის შემოწირულობის სახით მიიღებს. ამ ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-განვითარებას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც, კონსერვაციასთან ერთად, ითვალისწინებს დაბალანსებულ სოციალურ მიდგომებს და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდა, რაც გულისხმობს რაჭის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და გურიის რეგიონებში ხუთი ახალი სივრცის შექმნას. საქართველო კავკასიის ბუნების ფონდისგან, ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების ფართობის შესაბამისად, 6-10 მლნ აშშ დოლარამდე დახმარებას მიიღებს. მემორანდუმი, დაცული ტერიტორიების მართვის პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, CNF-ის მხრიდან სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.




„დღეს გაფორმებული მნიშვნელოვანი მემორანდუმით, ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში, პირველად შემოდის გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ამერიკული საქველმოქმედო ფონდი. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც დაეხმარება საქართველოს, ერთი მხრივ, დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება-განვითარებაში და, მეორე მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, რაც გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა დევიდ მორისონმა.



როგორც CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების დაცვა, რათა ბიომრავალფეროვნება და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები შენარჩუნდეს. კავკასიის ბუნების ფონდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, შეეცდება 5 ახალი დაცული ტერიტორია განავითაროს და მართოს იმ გზით, რომ კავკასიაში არსებული ველური სახეობები დაცული იყოს საფრთხეებისგან, რაც სტიმული იქნება საქართველოსთვის, კიდევ უფრო გააძლიეროს ბუნების და ბიომრავალფეროვნების დაცვა დღეს, როდესაც მსოფლიო კლიმატის ცვლილებას ებრძვის.



კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2008 წლიდან თანამშრომლობს როგორც რეინჯერების ფინანსური მხარდაჭერის, ასევე ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების კუთხით. კავკასიის ბუნების ფონდის მიზანი დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარება და რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკოსისტემის დაცვის მხარდაჭერაა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up