გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმის, კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან  შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმის, კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

access_time2022-03-23 12:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ატმის, საადრეო კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსავლის აღებისა და დაბინავების კუთხით მოსალოდნელ გამოწვევებზე იმსჯელეს.
გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ, სახელმწიფოს მხრიდან კი მხარდაჭერა ექნებათ.


„შეხვედრა გვქონდა საადრეო კარტოფილის და ატმის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან. მათი შემოსავალი დამოკიდებულია რეალიზაციის შესაძლებლობებზე - სად გაიტანენ, როგორ მოახდენენ ექსპორტს. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ შესაძლო რისკებზე, რასაც, არსებულ მოვლენათა პირობებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ექსპორტიორებს მიეცათ განმარტება, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ ბაზრების მოძიებაზე. წელს, როგორც ატმის, ისე საადრეო კარტოფილზე არის ძალიან მაღალი მოსავლის მოლოდინი; გასული წლის წარმატებულმა შედეგებმა ფერმერებს მისცა სტიმული, რომ მეტი ემუშავათ, ეზრუნათ და მეტი მოსავალი მიეღოთ; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს ყველაფერი, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ პროდუქციის რეალიზება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა და ექსპორტიორებმა განაცხადეს, უკვე აქტიურად მუშაობენ პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიულ ბაზრების მოძიების მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.



„ჩვენ მზად ვართ, ექსპორტი განვახორციელოთ იმ ბაზრებზე, რომლებზეც აქამდე ვმუშაობდით; თუმცა, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპულ ქვეყნებთან, სადაც უკვე გვაქვს მცირე გამოცდილება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა; სამინისტროს წარმომადგენლები გვეხმარებიან რეალიზაციის უზრუნველყოფის პროცედურებში. იქნება ეს დოკუმენტაციის მომზადება, თუ კომუნიკაცია სხვა სამინისტროებთან. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს ამ მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ექსპორტიორმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მწარმოებლებთან, ექსპორტისა და იმპორტის განმახორციელებლებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ატმის, ვაშლატამასა და საადრეო კარტოფილის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომუნიკაცია მომავალშიც იგეგმება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up