გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

access_time2022-07-01 12:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შესაბამისი საწარმოების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოების ვალდებულების და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მოთხოვნების საკითხები განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.



„საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვალდებულებების შესრულება; ასევე, განვიხილეთ, რა ეტაპზეა თითოეული საწარმო აღნიშნული მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სამინისტრო დააკვირდეს, როგორ ასრულებენ საწარმოები ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თითოეულ საწარმოს მიეცა შესაძლებლობა, წარმოადგინოს დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომლის საფუძველზეც მოახდენენ ახალი ვალდებულებების შესრულებას. აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.



რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განმარტებით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსთავისთვის, სადაც დღემდე დგას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი.



სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი არიან, ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და უწყვეტი თვითმონიტორინგი აწარმოონ. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.




მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიებმა ათეული წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარება, თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით უკვე დაიწყეს.



„ჩვენი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ფოთში, რუსთავსა და კასპში, სამივე საწარმოში, უკვე დავაყენეთ მზომი ხელსაწყოები. ამჟამად, მიმდინარეობს დაკალიბრება, რომ მოხდეს ზუსტი მონაცემების განსაზღვრა და ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემა“, - განაცხადა შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გარემოს დაცვის მენეჯერმა გიორგი ჩალაძემ.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საწარმოების მონიტორინგს აგრძელებს, რათა, ერთი მხრივ, გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი და, მეორე მხრივ, ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტების აღსრულების ხელშეწყობა მოხდეს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up