გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ამბიკონ სტილსი“ შეამოწმეს - მეტალურგიული საწარმო ამ ეტაპზე არ ოპერირებსს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ამბიკონ სტილსი“ შეამოწმეს - მეტალურგიული საწარმო ამ ეტაპზე არ ოპერირებსს

access_time2021-11-08 12:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, 2021 წლის 4-5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, შპს „ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული საწარმო შემოწმდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


„ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე, საწარმო არ ოპერირებს და არ მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესი. ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა ისიც, რომ აღდგენილია ღუმელიდან წარმოქმნილი აირმტვერნარევის გამწოვი სისტემა, განხორციელებულია სარემონტო სამუშაოები მტვერდამჭერ დანადგარზე.



„ამბიკონ სტილსის“ კუთვნილმა მეტალურგიულმა საწარმომ ფუნქციონირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე შეაჩერა - დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის სექტემბერში, „ამბიკონ სტილსის“ მიმართ, ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გამწმენდი ნაგებობის გამოუყენებლობის გამო შეადგინეს. გამომდინარე იქედან, რომ საწარმოში გამოვლენილი დარღვევის შედეგად შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას გარემოს, კომპანიას ინდუსტრიული ღუმელის ექსპლუატაციის დაუყოვნებლივ შეჩერება ღუმელიდან გამოყოფილი აირების გამწმენდი დანადგარის ამოქმედებამდე დაევალა.



დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო 3 წელში „ამბიკონ სტილსში“ არაერთი სამართალდარღვევა გამოავლინეს და თითოეულ მათგანზე სათანადო რეაგირება მოახდინეს: 2019 წლის ნოემბერში საწარმოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 1 397,48 ლარი შეადგინა. ინსპექტირების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევის მასალები განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კომპანია სამართალდამრღვევად სცნო და მას 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. კომპანიამ დადგენილება გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება ძალაში დატოვა.




2020 წლის ივლისში, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეტალურგიული საწარმო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად საწარმოში არ ხდებოდა ნედლეულის - ჯართის გადარჩევა, დახარისხება და დარღვეული იყო ასპირაციული სისტემის ექსპლუატაციის პირობები. ამასთან, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, მანგანუმის დიოქსიდის, თუთიის ოქსიდის და მტვერის შემცველობა აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. კომპანიის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, კომპანია კვლავ დაჯარიმდა 5 000 ლარით და დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის (521. 25 ლარი) ანაზღაურება. გასაჩივრების შემდეგ, დადგენილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.



2021 წლის აპრილში, ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. ასევე გამოვლინდა, რომ საწარმოდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ხდებოდა შესაბამისი წმენდის გარეშე. კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები გადაიგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც კომპანია სამართალდამრღვევად სცნო და 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მიმდინარე წლის 20 ივლისს, დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა კომპანიის მიერ მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი კვლავ დააფიქსირეს. ასევე, საწარმოდან (მილიდან) საკონტროლო წერტილებში სხვადასხვა მიმართულებით, დაფიქსირდა მტვრის ნაწილაკების ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების (4-ჯერ) ფაქტი.



მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 79 (8)-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“' პუნქტის შესაბამისად შეადგინეს. აღნიშნული მუხლი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up