გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში მოქმედი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში მოქმედი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს

access_time2021-08-12 11:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე, რუსთავში მოქმედი მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.



„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრება ახალ რეგულაციებს უკავშირდება - 2021 წლის 1 ივნისიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით, ინსტრუმენტული მეთოდით, უწყვეტად განსაზღვროს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა.



დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ინსპექტირება განხორციელდა შემდეგ საწარმოებში: შპს „რუსთავის ფოლადი“, შპს „ჯეოსთილი“, შპს „რუსელოისი“, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, სს „რუსთავის აზოტი“, შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“, შპს „ჯეოფერომეტალი“, შპს „არსემ კორპი“ და შპს „ეი-ემ-ბი ალოისი“.



ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი საწარმოს მიერ არ იყო შესრულებული ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულება.




აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიების მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე (1) მუხლის I ნაწილით და მასალები განსახილველად შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა.



უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, პირველ ჯერზე, ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში კი, ორმაგდება. სამართალდარღვევის ყველა მომდევნო ჯერზე ჯარიმად განსაზღვრულია 40 ათასი ლარი.



აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულირების ობიექტების ინსპექტირებისას, გამოვლინდა სხვა ისეთი სამართალდარღვევებიც, როგორიცაა, მაგალითად, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, გაუმართაობა, უქონლობა, ასევე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობისა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up