„გასაყიდი ფასი 2023 წელს 18.5%-ით, ხოლო ქირა 42.8%-ით გაიზრდება“- „თიბისი კაპიტალი“

„გასაყიდი ფასი 2023 წელს 18.5%-ით, ხოლო ქირა 42.8%-ით გაიზრდება“- „თიბისი კაპიტალი“

access_time2023-03-11 13:00:37

„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის იანვარში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა თვის მაჩვენებელს 26%-ით ჩამორჩა, წლიურ ჭრილში ის 17%-ით გაიზარდა“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში ვკითხულობთ. კვლევაში ვკითხულობთ, რომ იანვარში ბაზრის დაბალი აქტივობა დეკემბერთან შედარებით სეზონური ფაქტორებით აიხსნება. სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი იანვარში თვიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა.



„საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო (+2.7% თ/თ) და 1,103 დოლარს გაუტოლდა. გასაყიდი ფასი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. ტრანზაქციების და ფასის ზრდის ფონზე, ბაზრის ზომა წლიურად 54%-ით გაიზარდა და 210 მლნ დოლარი შეადგინა.


მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ქირის შემთხვევაშიც, წლიურ ჭრილში ქირის ფასი გაიზარდა 119%-ით (+3.3% თ/თ). უძრავი ქონების ამონაგებიც (კაპიტალიზაცია) კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება (12%) და ეროვნულ ვალუტაში არსებულ გრძელვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს მცირედით ჩამორჩება.


თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 18.5%-ით, ხოლო ქირა 42.8%-ით გაიზრდება. ასეთი მაღალი ზრდა მეტწილად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 3.9%-ით, ქირის ფასი კი 1%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით“- წერს „თიბისი კაპიტალი“.



მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2023 წლის იანვარში 550 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. ძველი ბინების გაყიდვის ზრდამ 2022 წლის იანვართან შედარებით დაახლოებით 19% შეადგინა. შედეგად, 2023 წლის იანვარში ახალი ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 19% შეადგინა.



„2023 წლის იანვარში, ტრანზაქციების დინამიკასთან თანხვედრაში იყო ძველი და ახალი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასის ცვლილებაც, რომელიც უფრო მაღალი იყო ძველი ბინების შემთხვევაში (+2.6% თ/თ vs -0.2% თ/თ).

2023 წლის იანვარში გაყიდული ბინების უმეტესობა (74%) არის 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (42%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია და მხოლოდ 5% აღემატება 125 კვ.მ-ს. მსგავსი სურათი შეინიშნება 2022 წლის იანვარსა და დეკემბერში.



რაც შეეხება საფასო კატეგორიებს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით აღსანიშნავია მაღალფასიანი ბინების გაყიდვების მატება. 1500$ კვ.მ-ზე ფასის მქონე ბინების წილი 7 პპ-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე გასაყიდი ფასის ზრდით აიხსნება.

2023 წლის იანვარში, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების მიხედვით თბილისის უბნებში, საბურთალო პირველ ადგილს იკავებს, სადაც ყველაზე მეტი ტრანზაქცია ფიქსირდება, განსაკუთრებით ძველი ბინების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ დიდი დიღომი გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (192 ბინა). ორივე უბანში ძველი ბინების გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (+38% და +35% წ/წ), თუმცა ახალი ბინების შემთხვევაში გაყიდვები შემცირდა (-44% და -3% წ/წ).



2022 წლის იანვართან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+136%), დიდუბეში (+73%), გლდანში (+41%) და ისანში (+41%).


თბილისში ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით მთაწმინდა და ვაკე გამოირჩევა, სადაც საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1700 დოლარს აჭარბებს. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყველა უბანში შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.




თეგები:
TBC Capital



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up