გასტრონომიის ასოციაცია რესტორნებისთვის ქართული აგროპროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს

გასტრონომიის ასოციაცია რესტორნებისთვის ქართული აგროპროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს

access_time2022-04-11 10:30:00

გასტრონომიის ასოციაცია რესტორნებისთვის ქართული წარმოების აგროპროდუქტების მეორადი წარმოების დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს.


საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ბორდის წევრის ზურა ბაქრაძის შეფასებით, სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის 2021 წლის ქონების გადასახადისგან დადებითი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამას ერთჯერადი ეფექტი ექნება.


მისი თქმით, სფეროს გრძელვადიანი დახმარება სჭირდება, როგორიცაა მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება.


ბიზნესი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ითხოვს.



„დღგ-ს ნაწილში სტუმარ-მასპინძლობის სფერო ცუდ მდომარეობაშია. დღევანდელი მოცემულობით, ქართული, სოფლის მეურნეობის პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ-სგან, ეს ცალსახად კარგია და სტიმულია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. თუმცა, ეს ბლოკავს და მოტივაციას უკარგავს ერთ-ერთ უმსხვილეს შემსყიდველს, ეს არის სარესტორნე ბაზარი, იმისათვის, რომ შეიძინოს ქართული პროდუქცია, რადგან შესყიდვების დაახლოებით 60%-ზე ვერ ვითვლით დღგ-ს. ჩვენ სახელმწიფო უწყებებს შევთავაზეთ ხედვა, როგორ შეიძლება დალაგდეს ისე, რომ საბოლოოდ სახელმწიფოც და რესტორნებიც დარჩეს მოგებულ სიტუაციაში, რაც გამოათავისუფლებს იმ ფინანსებს, რის საფუძველზეც ჩვენ მეტად გვექნება შესაძლებლობა, განვითარდეთ, გავფართოვდეთ, მეტი ადამიანი დასაქმდეს“, - აღნიშნა ზურა ბაქრაძემ.


მან შესყიდვების გაკონტროლების ახლებული ხედვაც წარმოადგინა.


„2019 წელს სარესტორნე ბიზნესის მასიური შემოწმებები მოხდა, რადგან ბიუჯეტში რესტორნების შეტანილმა თანხამ გარკვეული კითხვები გააჩნია. ანუ, თუ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ დღგ-სგან გათავისუფლებული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ჩვენც გავთავისუფლდებით, და ამით შესყიდვებს გაგვიკონტროლებენ ჩგდ-ს მსგავსი დოკუმენტით, ანუ შემოსავლების სამსახურში მივალთ, ავიღებთ დანომრილ შესყიდვის აქტებს, და შემდეგ შესყიდვებს გავააქტიურებთ RS-ზე, თავისთავად სახელმწიფო დაიწყებს შესყიდვების კონტროლს. იმისათვის,რომ შენ აკონტროლო გაყიდვები, პირველ რიგში უნდა გააკონტროლო შესყიდვები. დღეს, სახელმწიფო შესყიდვებს ვერ აკონტროლებს სარესტორნე ბაზარზე, იმიტომ, რომ ჩვენთვთონ ვადგენთ ამ შესყიდვის აქტებს გლეხებთან“, - აღნიშნა ზურა ბაქრაძემ.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up