გასულ წელს „გალერია თბილისის“ რეალიზაცია 20-30%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ „კომერსანტს“ „გალერია თბილისის“ ხელმძღვანელმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გაყიდვების მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა ახალი წლის წინა პერიოდში დაფიქსირდა.
„2022 ბოლო წლებთან შედარებით, გაცილებით კარგი წელი იყო. გასულ წელს „გალერია თბილისის“ რეალიზაცია დაახლოებით 20-30%-ით გაიზარდა.
შემოსავლების და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით წინასაახალწლო პერიოდი მნიშვნელოვანი იყო. კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლები გაზრდილია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ ნიშნულს დავუბრუნდით“, — აღნიშნა ნიკა ცინცაძემ.
სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში კადრების დეფიციტია, თუმცა „გალერია თბილისს“ ამ მხრივ პრობლემა არ შექმნია.