სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმებით ბიუჯეტში 2 292 560 ლარი შევიდა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 635 989 ლარი იყო.
მონაცემების თანახმად დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმებით ბიუჯეტში 260%-ით მეტი თანხის მობილიზება მოხდა