„გასულ წელთან შედარებით თხილი 2-3 ლარით ნაკლები ღირს“ - რამ გამოიწვია ფასის კლება

„გასულ წელთან შედარებით თხილი 2-3 ლარით ნაკლები ღირს“ - რამ გამოიწვია ფასის კლება

access_time2022-05-02 16:50:00

რეგიონში მიმდინარე ომის და თურქეთში ლირის მკვეთრი გაუფასურების გამო, თხილის ბაზარზე ფასები მკვეთრად დაეცა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.


გიორგი თოდუა ამბობს, რომ ფერმერებს რეალიზაციისთვის მხოლოდ საერთო მოსავლის 10-15% აქვთ დარჩენილი.


„რეგიონში საომარი მოქმედებების გამო, ლოჯისტიკა რა თქმა უნდა, გაძვირებულია, თუმცა რაც შეეხება რეალიზაციას, ფერმერებს მხოლოდ 10-15% აქვთ დარჩენილი. რაც შეეხება ფასს, გასულ წელთან შედარებით თხილი 2-3 ლარით ნაკლები ღირს. დღეს ერთი კილოგრამი თხილის ფასი დაახლოებით 4-5 ლარია, მაშინ როცა შარშან ამ დროს იგივე ხარისხის 7-8 ლარი ღირდა.


რეგიონში მიმდინარე ომის და თურქეთში ლირის მკვეთრი გაუფასურების გამო, ასევე პანდემიის გამო მოთხოვნა იყო ნაკლები და ამ ყველაფერმა ერთად, გამოიწვია შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს. გასული წლების გამოცდილებით მაისის ბოლომდე მთავრდება ხოლმე რეალიზაციის პროცესები“, - განაცხადა თოდუამ.



თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიზანი ყველა ფერმერისთვის უნდა იყოს პრემიუმ ხარისხის თხილის წარმოება, რომელზე ფასი და მოთხოვნაც ყოველთვის მაღალია.


„2-3 თვეში ახალი სეზონი გვეწყება რომლისთვისაც ვემზადებით. მიმდინარეობს შეწამვლა და ა.შ. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ პრემიუმ ხარისხის თხილის წარმოებაზე, რომლის ფასი 9 ლარი და მეტიც იყო. ჩვენი მიზანი ეს არის, რომ ვაწარმოოთ ამ სტანდარტის პროდუქცია, რაც სრულიად მიღწევადია. ამიტომ არსებობს ასოციაციაც. რაც არ უნდა პრობლემები იყოს, პრემიუმ ხარისხის თხილზე მოთხოვნა სულ იქნება და ყოველთვის იქნება მაღალი ფასი. ამისათვის აუცილებელია, მთელი რიგი ღირებულებათა ჯაჭვი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ფერმერებს. გასულ სეზონზე, თუ საშუალო ფასი იყო 5-6 ლარი, პრემიუმ ხარისხზე 9 ლარი და მეტი იყო ფასი. წამლობა და სასუქის შეტანა, აგრო ვადებში მოსავლის დაბინავება და გაფცქვნა, საშრობებში თხილის გაშრობა, არის აუცილებელი პირობები, რითიც მიიღწევა ხარისხი, რომელსაც უკუგებაც აქვს და ფერმერი იღებს შესაბამის ანაზღაურებას. დღეს, ბაზარზე პრემიუმ ხარისხის თხილი სამწუხაროდ არ აღემატება 5%-ს“, - განუცხადა თოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.


bpn.ge 


თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up