გასული წლის შეჯამება და მომავლის ხედვა, - როგორია თეგეტა ჰოლდინგის 2022 წლის კალენდარი

გასული წლის შეჯამება და მომავლის ხედვა, - როგორია თეგეტა ჰოლდინგის 2022 წლის კალენდარი

access_time2022-01-25 14:32:19

უკვე მესამე წელია მსოფლიო კოვიდ 19-ის და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ებრძვის. საერთაშორისო მასშტაბით არ დარჩა სექტორი, რომელიც მოულოდნელი და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის სფერო ბიზნესია, რომლის სტაბილურობაც არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის წარმატებასთან, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.  ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს ფოკუსში დღეს თეგეტა ჰოლდინგია, კომპანია, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. გასული წლების შეჯამება თეგეტა ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს ვთხოვეთ. როგორ გაართვა თავი კომპანიამ  პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და რა გეგმებით იწყებს ახალ 2022 წელს. 




სხვა სექტორებთან ერთად, კოვიდ 19-მა სიტუაცია მოულოდნელად გაართულა და ზიანი მიაყენა ავტოინდუსტრიასაც. მნიშვნელოვნად  გაიზარდა ტრანსპორტირების და ნედლეულის ფასი. ასევე შემცირდა საწარმოო სიმძლავრეები, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნახევარგამტარების .. ჩიპების საკითხი, რამაც ავტომწარმოებლები საერთაშორისო მასშტაბით, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 2020 და 2021 ზოგადად ორივე პანდემიური და შესაბამისად ურთულესი წელი იყო. რთულია გამორჩევავინაიდან ორივე წელს  სხვადასხვა ამოცანა გვქონდა, თუკი 2020-ში ჩვენი მიზანი გლობალურ გაურკვევლობასთან სწრაფი ადაპტირება და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნება იყო, 2021- ში ამოცანა იყო ბიზნესისთვის უკვე არსებულ  მოცემულობაში   პროცესების ეფექტური  მართვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით  თეგეტაში შევძელით, რომ 2020 წლის გაყიდვებში 10%-მდე ზრდა გვეჩვენებინაჩვენი  წარმატების ერთ-ერთი მიზეზი  გაყიდვების არხების დივერსიფიკაციაა, რაც ბუნებრივია 2021 წელზეც დადებითად აისახაკიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, როგორ უნდა გვემოქმედა მძიმე 2020-ის შემდეგ.“  

 

თეგეტამ უპრეცედენტო გლობალურ გამოწვევებს ახალი სტრატეგიის შემუშავებით  უპასუხა. დასახეს მიზნები,  წავიდნენ რისკებზე და პანდემიის აფეთქებიდან ორი წლის თავზე უკვე კარგად ჩანს, რომ ფორსმაჟორში გადადგმულმა ნაბიჯებმა გაამართლა - კომპანია მყარად დგას ფეხზე, ისე როგორც არასდროს. 

 

ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ბიზნეს პროცესები და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მომხმარებლის საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული სისტემა შევქმენით. 2020 წელს დავიწყეთ ეჯაილ ტრანსფორმაცია, რაც ნიშნავს რომ ჯგუფი სრულად ახალი მოდელით და მიდგომებით ოპერირებსბიზნეს პროცესი 100%-ით მომხმარებლის საჭიროებაზე და მის კმაყოფილებაზეა მიმართული. ერთი მხრივ, პანდემიის პერიოდი არ იყო საუკეთესო დრო ასეთი ცვლილებების დასაწყებად, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენთვის დიდი გამოწვევა –  გლობალურ პრობლემაზე დროული და სწორი რეაგირება გვქონოდა, სწრაფად მოგვეხდინა ადაპტაცია, რაც ვფიქრობთ, წარმატებით შევძელით, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი სისტემა, სადაც რისკები დაზღევეული იქნება მსგავსი ეკონომიკური ტურბულენციისგან , რადგან სწორ და მყარ ფუნდამენტზე იქნება აშენებული ეს ყველაფერი. თუ აქამდე  მართვა უფრო ცენტრალიზებულად ხდებოდა. ახლა პროცესები უფრო გამარტივდა, შედარებით სწრაფი და რაც მთავარია უფრო ეფექტური გახდა


თეგეტა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში  ჯამში 2500-ზე  მეტი თანამშრომელია დასაქმებული და დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. თითოეული დასაქმებულის მიღმა მათი ოჯახის წევრები დგანან, რომელთათვისაც გამომუშავებული დოვლათი ეკონომიკური მდგრადობის წინაპირობაა. ამასთან თეგეტა ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში, - ასე რომ ჩვენ არა თუ გაჩერების, შეფერხების უფლებაც არ გვაქვს და უკვე ამ ახალ 2022-წელსაც დიდი გეგმებით ვხვდებით.“

 

ფორსმაჟორულ ორ წელში თეგეტას არაერთი გამარჯვება დაუგროვდა.  კომპნაიამ წარმატებითგანახორციელა მასშტაბური  პროექტები, იქნებოდა ეს კომერციული თუ სოციალურიპასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ბიზნესის დივერსიფიცირებისა თუ გაფართოების კუთხით. ვახტანგ კაჭარავა ყვება, რომ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით დასრულდამოლაპარაკებები Europcar-თან, რომლის წარმომადგენელიც თეგეტა 2020 წელშივე გახდა. კომპანიისბიზნესპროფილი ავტომობილების გაქირავებაა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივისაცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის. თუმცა თეგეტას წარმატებები აქ არ მთავრდბა.

 

წარმოების მაჩვენებლების მკვეთრად შემცირების ფონზეც კი ჩვენ მოვახერხეთ 2000 მსუბუქი მანქანა გაგვეყიდა წლის განმავლობაში, რაც ბაზრის  35%-ზე მეტია. გეოგრაფიული დივერსიფიცირების მხრივაც მნიშვნელოვანი წინსვლაა - ჩვენი წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენს ოფისებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში შეემატა თეგეტას წარმომადგენლობა უკრაინასა და ემირატებში. ცხადია ჩვენი მთავარი აქცენტი საქართველოა, ქართულ ბაზარზე დიდი პოტენციალი და შესაბამისი გეგმებიც გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ.  



საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად,  წელს თეგეტა ჰოლდინგმა რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, რითიც ბიზნესის პერსპექტივა კიდევ უფრო გაფართოვდა.  დავიმატეთ:  Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დავიწყებთ. სამშენებლო მიმართულებით დავიმატეთ FIAT ჯგუფის ბრენდები, ერთ-ერთია Marin- და საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG-. ასევე თურქული მარკის სატვირთო მანქანები BMC. ჩვენს პორტფელს ასევე 2021-ში შეემატა კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი Liebherr. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მერე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში



ასევე თეგეტაში უკვე ხელმისაწვდომია ამერიკული წარმოების Polaris-, ეს არის Off-Road ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა

 

წელს დავასრულეთ ქალაქ თბილისის ავტობუსებით მომარაგება, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში 226 ავტობუსი შემოვიყვანეთ. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც ვიცით რომ ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით გადაადგილდებიან.  


ეს მიღწევები იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორად მივყვებით ხაზს, რომელიც 1995 წლიდან დაიწყო და მუდმივად ვითარდება. ჩვენ ვართ მომსახურების ბიზნესში, სადაც კლიენტის კმაყოფილება და მაღალი ხარისხი ნომერი პირველი პრიორიტეტია. ეს არის სფერო, სადაც  მარჟა შეცდომებისთვის ძალიან პატარაა, ერთი დღეც კი სერვისში ჩავარდნა ნიშნავს, 100 ნაბიჯით უკან დაწევას. ამიტომ მუდამ ვფიქრობთ, როგორ შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი


კიდევ ერთ მიმართულებას გამოვყოფდი, ეს არის CSR-. ამ კუთხით  2021- ძალიან დიდი ნაბიჯებით ვიარეთ. დავაპრიორიტეტეთ ქალების გაძლიერების მიმართულება. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საელჩოსთან. სატვირთო ავტომობილების სერვისში გვყავს გოგონები, რომლებიც უკვე სრულფასოვანი მექანიკოსები არიან და კაცებს არ უდებენ ტოლს. გვინდა, სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რომ საავტომობილო სფერო მხოლოდ მასკუნილური არ არის. მით უმეტეს მსუბუქ მიმართულებაზე არ არის საუბარი, ინჟინრულად უფრო რთულ თემაში, სატვირთოებში არიან და თავს საამაყოდ ართმევენ



ასევე თეგეტას ავტორიზებულ კოლეჯს უკვე ჰყავს დიპლომირებულიმექანიკოსების პირველი ალუმნიმათი ცოდნა სახელმწიფოს მიერ არისაღიარებული და თამამად შეუძლიათ განაგრძონ საქმიანობაროგორც ჩვენთანთეგეტაშიასევე დამოუკიდებლადგანსაკუთრებით მახარებს ის ფაქტირომ 11 კურსდამთავრებულიდან ცხრამ სწორედ ჩვენი კომპანია აირჩია კარიერის შესაქმენლად.“ 

 

ამჟამად თეგეტას პორტფელში 10-ზე მეტი საავტომობილო პრემიუმ ბრენდია, რაც იმას ნიშავს, რომ კომპანიის შეთავაზება მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. გაფართოება ამ მიმართულებით 2022-შიც იგეგმება, მოლაპარაკებები ახალ მომწოდებლებთან ჯერ კიდევ პროცესშია, ამიტომაც თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი დეტალებს ვერ გვიზიარებს. სანაცლოდ ღიად საუბრობს გასული წლის  შემოსავალზე, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებლია, მით უფრო პანდემიის ფონზე. 

 

 „2021 წელს გვქონდა რეკორდული გაყიდვები, წლის ბოლოს 850 000 000 მილიონ ლარს მივაღწიეთ. მართალია, გეგმაში მეტი გვქონდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უამრავ გარე ფაქტორს, ამ ფონზე ჩვენი შედეგები ნამდვილად ძალიან კარგია.



თეგეტას უახლოესი ერთი წლის ხედვის ნაწილია რეგიონალური დივერსიფიცირება და მსოფლიო ბიზნეს რუკაზე აფრიალებული საქართველოს დროშა. ამ მიმართულებით იგეგმება გაფართოება უკრაინის ბაზარზე, წარმომადგენლობების გახსნა აფრიკაში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. გაფართოების საფუძველი უკვე ჩაყრილია და პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება.“

 

 

(R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up