გაუკვალავ თოვლში დაშვება, ველური ბუნება, ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა - რითი ხიბლავს უცხოელ ტურისტებს ზამთრის ბახმარო

გაუკვალავ თოვლში დაშვება, ველური ბუნება, ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა - რითი ხიბლავს უცხოელ ტურისტებს ზამთრის ბახმარო

access_time2023-03-01 19:00:56

თოვლში ჩაფლული სახლები, ზღვისა და მთის მონაბერი ჰაერის შერწყმა და გაუკვალავ თოვლში დაშვების შესაძლებლობა, ეს გურიის რეგიონში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე კურორტი ბახმაროა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია ზამთარში სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი ექსტრემალი, „ფრი რაიდისა“ და “სკი ტურის“ მოყვარული, ან უბრალოდ მთის მოყვარული სტუმრობს. ბახმაროში სასრიალოდ ჩამოდიან გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ინგლისიდან და შვეიცარიის ალპებიდანაც კი. როგორც ბახმაროში ჩამოსული უცხოელი ტურისტების უმეტესობა აღნიშნავს, მათთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი ხელუხლებელი და ველური ბუნებაა, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბახმარო უნიკალური ადგილია გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ. 


 

წლების განმავლობაში ზამთრის სეზონზე უხვი ნალექის გამო ბახმარო დამსვენებლებისთვის მიუწვდომელი იყო, კურორტზე ზამთრის სეზონზე საშუალოდ 5-6 მეტრის სიმაღლე თოვლი მოდის და ხშირ შემთხვევაში ნალექი იმდენად უხვია, რომ თოვლის საფარი სახლებს სრულიად ფარავს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ზამთრის ბახმაროზე ვიზიტორები ე.წ. „კებზორერის“ ანუ თოვლმავალის მეშვეობით ადიან.  თოვლმავალი ვიზიტორებს სოფელ ჩხაკაურაში ხვდება. მგზავრობის საფასური 15 კაციან ჯგუფზე საშუალოდ 1500 ლარია. 



როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ჰოსტელ „ჩემთან ქოხში ბახმაროს“  დამფუძნებელი ნინო ჩხაიძე აღნიშნავს, ზამთრის ბახმაროს დამსვენებლები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ქართველები ზამთარში კურორტს ნაკლებად სტუმრობენ, რადგან საქართველოში გაუკვალავ თოვლში სრიალი იმდენად პოპულარული არაა. 



„მე ვფიქრობ, რომ ბახმაროს ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ საკითხზე  აზრი ორად იყოფა, საქართველოში ბევრი თვლის, რომ ბახმარო ზამთრის კურორტი არ არის, მაგრამ ამ დროს სრულიად საპირისპირო ხდება, ყოველ წელს წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი რაოდენობის ტურისტი ჩამოდის. მთებს რომ გახედავ დილიდან უკვე თხილამურით და სნოუბორდით არის დახაზული. საქართველოში გაუკვალავში სრიალი ნაკლებად აქტუალურია.“ - აღნიშნა ნინო ჩხაიძემ.




ნინო ჩხაიძის თქმით, მისი ჰოსტელის დღიური ღირებულება 400-500 ლარია, რაც მისი განმარტებით დიდი თანხა არ არის, რადგან ჰოსტელში 6 საძინებელია, თითო საძინებელში კი ორი საწოლია განთავსებული, შესაბამისად თანხა სტუმრების რაოდენობაზე იყოფა. ნინო  ჩხაიძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნული ფასი ქართველ მომხმარებელს ეძვირებათ, მაგრამ აქვე  დასძენს რომ ჰოსტელის შენახვისთვის ძალიან დიდ  შრომას წევს.


რაც შეეხება ფასებს, მე ვფიქრობ, რომ ამ პირობებთან  შედარებით ფასი ძალიან დაბალია, სულ მინდა ამ საკითხზე საუბარი, ვერ იგებენ, რომ აქ ცხოვრება და მაგალითად გუდაურში ცხოვრება ერთი და იგივე არ არის, ფიზიკური შრომაა საჭირო, 900 მეტრი რეზინის მილი მინდა, რომ მთიდან ჰოსტელამდე წყალი მოვიყვანო, ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ელემენტარულად რომ გაფუჭდეს რაღაც, უნდა ამოიტანო და იგივე მიჯდება მეც  ტრანსპორტირება, რაც სტუმარს.  ჩემთვის  შეშის ამოტანა  ხარჯია, ელექტროენერგიის საფასური  გადასახდელია, მოკლედ  ჰოსტელის  შენახვა საკმაოდ დიდ თანხებზე ადის. 





ზოგადად ელექტროენერგიის პრობლემა კურორტზე არ არის,  თუმცა წყალი პრობლემურია, აქ ყინვები -15 გრადუსსაც კი აღწევს, ამიტომ ხშირია წყლის გაყინვის შემთხვევები, აქ ის ადამიანები ამოდიან, ვისაც მთა უყვარს და ამისთვის მზად არიან, ქართველები უფრო კომფორტის მოყვარულები ვართ და ნაკლებად გვესმის ეს, როდესაც  უცხოელებს ვესაუბრები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ბახმარო სრულიად განსხვავებულია და კომფორტი ქვევითაც აქვთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზამთრის სეზონი ქართველებისთვისაც მისაღები გახდება და ზამთარშიც მეტი ქართველი დამსვენებელი წამოვა კურორტზე. 



აქ ზოგადად ერთ და ორი საძინებლით ვერ იმუშავებ, ყველა საძინებელში ითხოვენ  გამათბობელს, ცხელ და ცივ წყალს, 400-500 ლარად ვაქირავებ მთლიან სახლს და ამ თანხის გადახდაც არ უნდათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი პირიქით არიან, თვითონვე  აღნიშნავენ, რომ საკმაოდ კარგი ფასებია,  აქ ფულს დიდად ვერაფერში დახარჯავ, დიდი-დიდი ბურანს სთხოვონ მთაზე აყვანა, რომ იქიდან დაეშვან. ასევე არის ერთადერთი ზამთარში მოქმედი რესტორანი „ფურნე“ მთაში ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა არ ვწუწუნებ, აქაურობა მე ძალიან მიყვარს.“ - აღნიშნა ნინო ჩხაიძემ. 







ნინო ჩხაიძე დაახლოებთ ორი წელია რაც ბახმაროში სტუმრებს იღებს, როგორც თვითონ გვიყვება ყოველთვის სურდა, რომ თავისი სასტუმროების ქსელი ჰქონოდა, როგორც თვითონ ამბობს ბოლოს მაინც „გურულმა სისხლმა“  უყივლა, ერთხელ მეგობარს ამოჰყვა სახლზე დასახედად და მას შემდეგ ბახმაროში დარჩენა გადაწყვიტა, ხის ჰოსტელი „ჩემთან ქოხში ბახმარო“ დააფუძნა და უკვე  ორი წელია სტუმრებს მასპინძლობს. როგორც თვითონ აღნიშნა, ბეტონის კატეგორიული წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ არის მისი ჰოსტელი ხის. როგორც თვითონ აღნიშნავს, ბახმაროში საცხოვრებლად გადმოსვლამდე ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, პროფესიით გერმანისტია, სამსახურიც ძალიან კარგი ჰქონდა, თუმცა მთაში სიმშვიდე იპოვა და ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს. 




„„ჩემთან ქოხში ბახმარო“ 3-სართულიანია, ერთი სართული წინა მხრიდან მიწაშია, მაგრამ მეორე მხრიდან ძალიან კარგი  ხედი აქვს, ამ ეტაპზე 6 საძინებელი მაქვს, გაზაფხულიდან 7 მექნება. თითო საძინებელი ორ ადამიანზეა  გათვლილი, ამ ეტაპზე  გავჩერდით, იქიდან გამომდინარე, რომ  ზამთარმა ხელი შეგვიშალა, გაზაფხულიდან  ვგეგმავ რომ საუნაც გავაკეთო.  ასევე მინდა, რომ ჯაკუზიც შევთავაზო დამსვენებელს და მისაღები და სამზარეულო ვიტრაჟებით მქონდეს. ისე გადის 2-3  თვე, რომ ქვემოთაც არ ჩავდივარ, აქ ცხოვრება მარტივი არ არის, მაღალმთიანი ადგილია, გადაადგილება რთულია, დღეს მდგომარეობით ბახმაროში  რვა ოჯახი ვართ, რომლებიც აქ ვრჩებით, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებული ვართ. 


ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემ სახლთან მისასვლელი გზა ისე გამიკვალავს  ასფალტამდე  დავსულვარ,  მაგრამ იმ ღამეს გადაუღებელი თოვლის შემდეგ დლით ფანჯრებიც დაფარული დამხვდა.  თუმცა  ჩემთვის  ეს  ყველაზე მეტად  საინტერესოა, ყველაფერი  ზღაპარივითაა, ხშირად ვაკეთებ ვიდეო ჩართვებს და ხალხიც მიწერს რომ ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, აქ განსაკუთრებული სიტუაციაა,  სხვა ზამთრის კურორტებს  არ  ჰგავს, ბახმარო  ძალიან მისტიკური და  განსხვავეულია .  ამ ადგილას მთისა და ზღვის  ჰაერი  ერთმანეთს ერწყმის, სწორედ ეს ხიბლავს უცხოელებსაც“, - აღნიშნა ნინო ჩხიძემ. 




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up