გაუტამ ადანიმ ერთ დღეში $21 მლრდ დაკარგა და Forbes-ის სამეულს გამოეთიშა

გაუტამ ადანიმ ერთ დღეში $21 მლრდ დაკარგა და Forbes-ის სამეულს გამოეთიშა

access_time2023-01-27 14:30:51

Hindenburg Research-ის მიერ გასაჯაროებული უახლესი ანგარიშის მიხედვით forbes-ის მილიარდერების რეიტინგში გაუტამ ადანიმ მე-3 ადგილიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. 48 საათში მილიარდერმა 30 მილიარდის ქონება დაკარგა,  გასული 24 საათის ვარდნის მაჩვენებელმა კი 21 მილიარდი დოლარი შეადგინა. Bloomberg - ის ინფორმაციით  ანალიტიკოსები ამტკიცებენ რომ ადანის ბიზნესიმპერია სიცრუეზე დგას  და მისი აქციების  მკვეთრი  ზრდა საფონდო ბირჟების  მანიპულაციით  თაღლითობით  და ანგარიშები გაყალბებით არის  განპირობებული.


ადანის ადვოკატების მტკიცებით Hindenburg-ის კვლევა რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება  და მისი გასაჯაროების მიზანი სწორედ ზემოხსენებული short პოზიციით სარგებლის მიღება იყო.

 

გამომდინარე იქიდან, რომ  კვლევითი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს და მის მიგნებებს ინვესტორები თუ ტრეიდერები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნამდვილად ითვალისწინებენ. სწორედ ამის გამო, Adani Group-ი Hindenburg-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.

 


ადანიმ ქონება  თავდაპირველად ქვანახშირის მრეწველობით მოიპოვა, თუმცა თითქმის მთელი ქონება ბოლო ორი წლის განმავლობაში სუფთა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე გადასვლის წყალობით დააგროვა, რის გამოც ის ინვესტირებას ახდენდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა საფრანგეთის Total SE და Warburg Pincus.

 

ის ასევე იკვლევს პოტენციურ პარტნიორობას საუდის არაბეთში, მათ შორის მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორში წილის შეძენის შესაძლებლობას.

 

ზოგადად, გაუტამ ადანის გამდიდრების ისტორია არაერთ კითხვისნიშანს ბადებს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Adani Group-ის შვილობილ კომპანიებს ინდოეთში ათასობით მსხვილი ტენდერი უკონკურენტოდ აქვთ მოგებული, თავად ადანი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ახლო მეგობარი და მმართველი პოლიტიკური პარტიის უმსხვილესი შემომწირველია.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up