გაუტამ ადანის იმპერიამ პარასკევს 45 მლრდ დოლარი დაკარგა. ამის მიზეზი სამშაბათს გამოქვეყნებული Hindenburg Research-ის ანგარიში გახდა, სადაც ადანი და მისი კომპანიები ბაზრის მანიპულირებასა და თაღლითობაში არიან დადანაშაულებული. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ანგარიშს გამოქვეყნებისთანავე Adan Group-ის აქციებმა დაცემა დაიწყო, ჯერ 12 მლრდ დოლარით, შემდეგ კი - 45 მლრდ დოლარით.
Hindenburg-ის ანგარიში დეტალურად აღწერს ადანების ოჯახის მიერ კონტროლირებულ ოფშორულ ანგარიშებს კარიბის, მავრიკისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებში, რომლებიც კორუფციისა და ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა.
მოხსენება ადანის ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ჯუჯეშინდერ სინგმა შეაფასა, როგორც დეზინფორმაცია და უსაფუძვლო დისკრედიტირებული ბრალდებების მავნე კომბინაცია.
როგორც Bloomberg-ი წერს, Hindenburg Research-ის ანგარიშის უკან ამერიკელი ბიზნეს-ანალიტიკოსი ნათან ანდერსონი დგას. მისი სამიზნე ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი, ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 113,4 მლრდ დოლარიანი ქონებით კიდევ უფრო მდიდარია, ვიდრე ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი.