ინდოელმა გაუტამ ადანმა ოთხშაბათს 1 თებერვალს, აზიის უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაკარგა, რადგან მისი აქციები 84 მილიარდი დოლარით შემცირდა.
გასული კვირის Hindenburg Research-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მისი კომპანიები ბაზრის მანიპულირებასა და თაღლითობაში არიან დადანაშაულებული.
ავსტრალიის მარეგულირებელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლის და დაადგენს, არის თუ არა საჭირო გამოძიების გაგრძელება. Adan Group-ი ბრალდებებს უარყოფს.
აქციებზე ფასის კლებამ ადანი „ფორბსის მილიარდერების სიაში“ მე-15 ადგილზე ჩამოიყვანა, მისი კონკურენტი Reliance Industries Ltd -ის თავმჯდომარე მეცხრე ადგილს იკავებს.