გავაფორმეთ 60-ზე მეტი ხელშეკრულება, რაც $800 მლნ ინვესტიციას ითვალისწინებს - რომეო მიქაუტაძე

გავაფორმეთ 60-ზე მეტი ხელშეკრულება, რაც $800 მლნ ინვესტიციას ითვალისწინებს - რომეო მიქაუტაძე

access_time2023-04-20 17:00:36

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ათეული ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდა. მხოლოდ 2022-2023 წლებში ექსპლუატაციაში 12 ჰესი შევიდა, 30 მგვტ-ზე მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრით. გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გავაფორმეთ 60-ზე მეტი ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და პოტენციურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ კონფერენციაზე „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სიტყვით გამოსვლისას.


კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ საჯარო და სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFC, EBRD, ADB, FMO და სხვ.) წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მიმდინარეობს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიების მიმართულების განვითარებას. მისი თქმით, სამინისტრო ახორციელებს განახლებული დირექტივის გადმოტანას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ბაზარზე ორიენტირებული მხარდაჭერის სქემების დანერგვას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმაზე, რომელშიც 2030 წლისთვის მაჩვენებელმა განახლებადი ენერგიისთვის საბოლოო მოხმარებაში 27.4%-ი უნდა შეადგინოს.



მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავებულ კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელიც ითვალისწინებს სიმძლავრის აუქციონებს განახლებადი ენერგიის წყაროებისათვის, მათ შორის ისეთი არატრადიციული წყაროებისათვის, როგორიცაა  წყალბადი, ბიოგაზი, ბიომასა, გეოთერმული და ა.შ.


„ვფიქრობთ, მხარდაჭერის შემოთავაზებული სქემა კარგი არგუმენტია ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობისათვის და დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოზიდვაში. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგიების პროექტების განსახორციელებლად, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკული პროექტების, განსაკუთრებით მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისას. „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა იქნება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up