ტელეგრამ არხ „მედუზას“ წყაროს ცნობით, უკრაინის ომში გასაწვევი ადამიანების ვინაობა და სია თავდაცვის სამინისტრომ და ფედერალურმა უწყებებმა უნდა გადასცენ შესაბამის სამსახურს, რომლის შემდეგაც ომში გაწვევა მოხდება.
როგორც „მედუზასთან“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანის წყარომ განაცხადა, რეგიონებიდან მონაცემები ჯერ არ მოსულა. „ჯერ არავინ იცის, ვის და როდის გაიწვევენ. რა თქმა უნდა, ეს არავის უხარია, მაგრამ საქმე ასეთია - მივიღებთ რიცხვებს და დავიწყებთ მუშაობას“, - აცხადებს წყარო.
მისივე ცნობით, განსაზღვრულია მობილიზაციის მიახლოებითი ალგორითმიც. „გავიწვევთ და თავდაპირველად ვეცდებით, ნებით მოაწერონ კონტრაქტს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ ძალის გამოყენება მოგვიწევს. რეგიონალურ ხელისუფლებას მობილიზაციაში სახელმწიფო კომპანიები, ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი დაეხმარება“.
„მედუზა“ ასევე წერს, რომ კონტრაქტორები „გასაიდუმლოებული ხელფასითა და პრემიებით“ იმუშავებენ.
წყარომ ასევე დაადასტურა, რომ ჯერჯერობით საზღვრების ჩაკეტვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის დასრულებამდე, ანუ 27 სექტმებრამდე არ იგეგმება, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს თუ ის უკონტროლო გახდება.