სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ მიმართულებასთან - „Invest in Georgia“ თანამშრომლობით, გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, „Ryan Strategic Advisory“ ევროპის ბიზნეს სერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების ‘“Outsourcing“-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM“ – ნათქვამია ინფორმაციაში.