ბიზნეს ომბუდსმენობიდან პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე - გახარიას 1500 სამუშაო დღე

ბიზნეს ომბუდსმენობიდან პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე - გახარიას 1500 სამუშაო დღე

access_time2021-02-18 14:30:24

ქართული ოცნების ხელისუფლების მეხუთე პრემიერმ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის მთავრობას 17 თვის განმავლობაში 2019 წლის 9 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. გახარიას გაპრემიერებიდან 6 თვის თავზე ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდრეგულაციების შედეგად გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ მასშტაბს მიაღწია. კრიზისი შეეხეო საქართველოსაც და მშპ 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.


გახარია პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვიდა. 2008-2013 წლებში ის აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany-ის ბიზნესის განვითარების დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013 წლის მარტში ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა, სადაც 2016 წლის ივლისამდე დაჰყო.


1 წლის განმავლობაში, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გახარიას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. იმ პერიოდს უკავშირდება მოგების გადასახადის რეფორმა, რომლის მიხედვითაც რეინვესტირებული მოგება 15%-ით აღარ დაიბეგრებოდა. გადაწყვეტილებამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილი გაზარდა. 2017 წელს ოცნების ხელისუფლება მისთვის რეკორდულ 4.8%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავიდა, ასევე პირველი წელი იყო, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 31 დეკემბერს უფრო მყარი იყო, ვიდრე 1-ელ იანვარს. თუ 2013 წელს 8 თეთრით გაუფასურდა, 2014 წელს 13 თეთრით, 2015 წელს 51 თეთრით, 2016 წელს 25 თეთრით, 2017 წელს 5 თეთრით გამყარდა. 2017 წელსვე წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან, რომლის ძალითაც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან #2 ეკონომიკასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ამოქმედდა. 2020 წელს ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორი გახდა.


გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობას რამდენიმე ხმაურიანი საქმე უკავშირდება. დანიშვნიდან ერთ კვირაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას 3 ტერორისტი მოკლეს და 1 დააკავეს. ორმხრივი სროლისას დაიღუპა 1 სპეცრაზმელიც. იმავე წლის დეკემბერში პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად იანვარში გარდაიცვალა. ოჯახისა და ოპოზიციის მტკიცებით თემირლანს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. მაისში კლუბებში ჩატარებული რეიდის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანებისთვის გახარიას საჯარო ბოდიშს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ზოგმა ის ჰუმანურ ქმედებად შეაფასა, ზოგმა კი შინაგან საქმეთა მინისტრის სისუსტედ აღიქვა.


საკვანძო მომენტი 2019 წლის 20 ივნისს დადგა. მიტინგის დარბევამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც არეულობა და პოლიციელებზე თავდასხმა უკვე 2 საათის დაწყებული იყო იმდროინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე ამტკიცებდა, რომ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მათი ხელისუფლების ხელწერა არ იყო, თუმცა რამდენიმე წუთში გაუფრთხილებლად სწორედ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო. დარბევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე დღე კითხვაზე მან გასცა თუ არა სროლის ბრძანება პირდაპირი პასუხისგან თავს არიდებდა, მოგვიანებით მაინც აიღო პასუხისმგებლობა. პირველივე წუთებიდან გაჩნდა დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა - რეალურად მართლა შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ბრძანება თუ ვინმე სხვამ.



პარლამენტმა გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს ნდობა 2019 წლის სექტემბერში გამოუცხადა. დანიშვნიდან კოვიდამდელ პერიოდში, რაიმე ახალი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივა არ გაჟღერებულა. 2020 წლის ბიუჯეტიც 2019 წლის მსგავსად 5%-იან ზრდაზე დაიგეგმა.


2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. მარტიდან კოვიდრეგულაციები გამოცხადდა, რომელიც ეტაპობრივად მკაცრდებოდა და ზოგჯერ ბევრისთვის აბსურდამდეც კი მიდიოდა. ადამიანებს 3000 ლარით აჯარიმებდნენ ავტომობილში მეუღლის გვერდზე ჯდომისთვის, მამა-შვილს მაღაზიაში დისტანციის დაუცველობისთვის, პენსიონერს 9 ცალი ტიტის გაყიდვისთვის... აპრილში 10 დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად კერძო ავტომობილით გადაადგილებაც აიკრძალა. შეზღუდული იყო ონლაინ ვაჭრობაც. ყველაფრის გაჩერების შედეგად აპრილში ეკონომიკა რეკორდულად 16.6%-ით შემცირდა.


მაისში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო და ივლისიდან მათი დიდი ნაწილი საერთოდ მოიხსნა. გაიხსნა რესტორნები, ფიტნესი, სავაჭრო ცენტრები, თავისუფალი იყო გადააადგილება. თუმცა არ გახსნილა კინო-თეატრები და კლუბები. ჩაკეტილი რჩებოდა საზღვრებიც.


22 მაისს პარლამენტმა საზოგადოებრივ ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ფაქტიურად საკუთარი თავი შეიზღუდა. მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, რასაც პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა სჭირდება, ერთპიროვნულად თითქმის ყველა იმ ღონისძიების გატარების უფლება მიეცა რაც იქამდე მხოლოდ საგანგებო მდგომარეობით იყო დაშვებული, მათ შორის საკარანტინე სივრცეების მოწყობა, ადამიანის იძულებით კარანტინში გადაყვანა, ტრანსპორტისა და გადაადგილების აკრძალვა, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება. კანონს 15 ივლისამდე უნდა ემოქმედა, თუმცა ჯერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე. გრმანიისა და ნიდერლანდების სასამართლომ კომენდანტის საათი არაკონსტიტუციურად ცნო. ნორმა გასაჩივრდა საქართველოშიც თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ის დასაშვებ ნორმად აღიარა. 9 ნოემბრიდან ხელმეორედ ამოქმედებული კომენდანტის სათი დღემდე ძალაშია და როდის მოიხსნება ზუსტი პასუხი არავის აქვს.


ბოლო კვირების განმავლობაში გახარიას მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ხმები აქტიურად ვრცელდებოდა, რასაც თავად პრემიერი უარყოფდა. 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გახარიამ გადადგომის მიზეზად მელიას საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მისი თქმით, მართალია მელია დამნაშავეა, მაგრამ თუ პირის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან ზრდის ესკალაციის საფრთხეს მიუღებელია იქამდე, სანამ არ მოხდება რისკების გადაზღვევა.


ქართული ოცნება პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს 19 თებერვალს წარადგენს. მას 2 კვირის განმაბლობაში პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა. საჭიროა 76 ხმა. თუ პარლამენტმა პრემიერის კანდიდატურა ჩააგდო, მაშინ მას კიდევ ერთი 2 კვირიანი ვადა ეძლევა ახალი კანდიდატის დასამტკიცებლად, თუ არც მას გამოუცხადა ნდობა, მაშინ პრეზიდენტის არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირის განმავლობაში დაითხოვს პარლამეტს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up