გახდება თუ არა ჩინური იუანი გლობალური სარეზერვო ვალუტა?

გახდება თუ არა ჩინური იუანი გლობალური სარეზერვო ვალუტა?

access_time2021-09-08 20:00:49

ბოლო პერიოდში ჩინეთის ფინანსური აქტივების გაიაფების ტენდენცია შეინიშნება, რისი მიზეზიც სხვადასხვა ჭორები გახდა. კერძოდ , შიშები იმაზე, რომ ჩინეთი საბაზრო რეფორმებზე უარს იტყვის და რეგულირებას გააძლიერებს.  თუმცა მიუხედავად ამისა, ჩინეთის ეროვნული ვალუტა იუანი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ფინანსურ ბაზარზე შექმნილ ვითარებასთან შედარებით აშკარა კონტრასტია. 2020 წლის მაისიდან ჩინური ვალუტა 9,7%-ით გამყარდა, რასაც აშშ- სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შენელებამ შეუწყო ხელი.

 

 2014-2019 წლებში იუანის 20%-ით გაუფასურება ამერიკულ ბაზარზე ჩინელ მწარმოებლებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა. ამ ვითარებაში ადგილობრივი მრეწველობის დასაცავად ამერიკამ ჩინურ საქონელზე ტარიფები შემოიღო. 


არ არის გამორიცხული, რომ ვაშინგტონის ზეწოლამ ჩინეთის ხელისუფლებას იუანის კურსის ხელოვნური დევალვაციის პოლიტიკაზე უარის თქმა აიძულა, თუმცა, შესაძლოა ეს სხვა ფაქტორებმაც გამოიწვია. 


ჯერ კიდევ 2008 წელს ჩინეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და აქცენტი შიდა მოხმარებაზე გადაიტანა, რაც  ქვეყნის მშპ - ზე დადებითად აისახა. თუ 2006 წელს ექსპორტის წილი ჩინეთის მშპ-ში 33% იყო, 2020 წელს ექსპორტის წილმა  18% შეადგინა. 



შესაბამისად,  ექსპორტის ზრდა უფრო ნელი იყო, ვიდრე შიდა მოხმარება. ეს ასევე ამცირებს იუანის დამოკიდებულებას საგარეო ვაჭრობაზე, რაც მის სანდოობას და სიმყარეს ხელს უწყობს. 


ამ ვითარებაში ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ პეკინი ექსპორტის სტიმულირებისთვის იუანის კურსის ხელოვნურ დევალვაციაში დაინტერესებული უკვე არაა. ეს ვალუტის მიმართ ინტერესს და სანდოობას ზრდის. 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით. 2021 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში 2,4% მოდიოდა, მაშინ, როდესაც დოლარზე 59,5%, ევროზე - 20,5%. ცხადია, რომ ჩინური ვალუტის ადგილი ამ კუთხით ჩინეთის ეკონომიკის ზომას და მის ადგილს მსოფლიოში არ შეესაბამება, ამიტომაც, იუანის წილი რეზერვებში თანმიმდევრულად იზრდება - 2019 წლიდან ზრდამ 30% შეადგინა. 



თუ ჩინეთი, ფინანსურ სისტემაში  მეტი რეგულირების პროცესში უფრო ლიბერალური იქნება ეს იუანის მიმართ ინვესტორების ინტერესს გაზრდის. 


ჩინური ვალუტის მხარდაჭერის კიდევ ერთი ფაქტორია ციფრული ვალუტის შექმნა, რაც 2022 წლისთვის არის მოსალოდნელი,  ციფრული ვალუტა უფრო სწრაფ და გამჭვირვალე ტრანზაქციებს უზრუნველყოფს, რაც იუანის რეიტინგს გაზრდის. ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ იუანი დოლარს და ევროს შეასუსტებს, თუმცა, ის მსოფლიო ვალუტების ჩამონათვალში თავის ადგილს დაიკავებს.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

წყარო: rbc 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up