გახდი თიბისის ბიზნეს კლუბის წევრი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები  შენი ბიზნესისთვის

გახდი თიბისის ბიზნეს კლუბის წევრი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები შენი ბიზნესისთვის

access_time2021-08-11 11:54:12

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს ინოვაციურ მოდელს, საბანკო მომსახურებების გამოწერის სერვისს სთავაზობს, რომელიც მოიცავს საბანკო და საოპერაციო პროდუქტების ერთობლიობას, განსაკუთრებულ შეთავაზებებს და ბენეფიტებს. საბანკო პროდუქტების ნაკრების გამოწერით კი, მომხმარებელი თიბისის ბიზნეს კლუბის წევრი ხდება.



გამოწერის სერვისი ბიზნეს საბანკო მომსახურების ახალი, ინოვაციური მოდელია, რომელიც სამი განსხვავებული ნაკრებისგან შედგება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკრები, გადაიხადოს ყოველთვიური ან ყოველწლიური ფიქსირებული ტარიფი და მიიღოს ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი და სერვისი ერთობლივად, დამატებითი დანახაჯების გარეშე.



რომელიმე ნაკრების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი თიბისის ბიზნეს კლუბის წევრი ხდება, რომელიც მიზნად ისახავს კლიენტების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას, კლუბის წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ნეთვორქინგსა და სოციალიზაციას.



ნაკრების გამოწერით მომხმარებელს შესაძელობა აქვს მიიღოს შემდეგი საბანკო პროდუქტები:



- ბიზნეს ანგარიშის გახსნა



- ბიზნეს ბარათი



- ინტერნეტ ბანკი და ბიზნეს აპი



- დიჯიპასი




- კომუნალური გადახდები საკომისიოს გარეშე



- გადარიცხვის და განაღდების განსაზღვრული ლიმიტები (განსხვავდება ნაკრების მიხედვით)



- 50 ლარიანი პაკეტის შემთხვევაში დამატებით მიიღებთ მულტისავალუტო ბიზნეს ბარათს



- რაც მთავარია ნებისმიერი ნაკრების გამოწერის შემთხვევაში, ბიზნესის წარმომადგენლებს აღარ მოუწევთ საბანკო პროდუქტების ცალ-ცალკე შეძენა ან დამატებით საკომისიოს გადახდა, ისინი როგორც ბიზნეს კლუბის წევრები გადაიხდიან მხოლოდ ნაკრების გამოწერის ფიქსირებულ ტარიფს.



არასაბანკო ბენეფიტები:



- განსაკუთებული შეთავაზებები, რაც მოიცავს პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს სხვადასხვა სერვისებზე და მომსახურებებზე
- ინდივიდუალური კონსულტაციები ბიზნეს მენტორებთან, ბიზნესის საჭიროების მიხედვით



- სასწავლო კურსებზე დასწრება



- Q&A სესიები



გახდი თიბისის ბიზნეს კლუბის წევრი, გამოიწერე ნაკრები და ისარგებლე განსაკუთრებული შესაძლებლობებით შენი ბიზნესისათვის. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიე ვებგვერდს: tbcbusiness.ge



NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up