გაყიდვების პანდემიამდელ მაჩვენებელს „დიო“ 2022 წელს დაუბრუნდება

გაყიდვების პანდემიამდელ მაჩვენებელს „დიო“ 2022 წელს დაუბრუნდება

access_time2021-06-22 11:00:38

„გაყიდვების 2019 წლის მაჩვენებელს „დიო“ 2022 წელს გაუთანაბრდება“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია ,,დიო’’-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კომპანიას დაწყებული პროექტები არ გაურჩებია. დიომ პანდემიის პერიოდში 2 ახალი საწარმო გახსნა.

 

გაყიდვებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავთ. 2020 წელს მხოლოდ აპრილის თვე იყო საგრძნობლად განსხვავებული და ეს სრული ლოქდაუნის ფონზე ლოგიკურიც იყო.  ჯამურად 2 კვარტალს თუ შევადარებთ, საშუალოდ შეიძლება 3-5%-იანი ზრდა იყოს. ვვარაუდობთ, რომ გაყიდვების 2019 წლის მაჩვენებელს „დიო“ 2022 წელს გაუთანაბრდება, რადგან, ვფიქრობ, ამ დროისათვის პანდემიური მდგომარეობა მთელს მსოფლიოში დამთავრდება ან უფრო მეტად ადაპტირდება მსოფლიო ამ პრობლემასთან.  ჩვენ ამ პერიოდში მაინც განვაგრძეთ დაწყებული პროექტები. გავხსენით 2 ახალი საწარმო. ერთი თბილისში, რომელიც ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოების გაფართოების საშულებას გვაძლევს, ხოლო ქუთაისში პერგოლას წარმოება დავიწყეთ. ასე რომ, ჩვენი კომპანია მზად არის განახორციელოს უფრო ფართო მასშტაბის პროექტები. ჩვენ 25 წლიანი გამოცდილების კომპანია ვართ ამ ხნის მანძილზე მივიღეთ კრიზისთან გამკლავების გამოცდილება“, - განაცხადა ირმა დაუშვილმა.

 

,,დიო’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გვიყვება, რომ კომპანიამ გასული, 2020 წელი 7%-იანი კლებით დაასრულა. იმის თქმა, რომ სიტუაცია გაუმჯობესებულია, ბიზნესმენს უჭირს, თუმცა ამბობს იმას, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ კომპანიას საშუალება მისცა საქმიანობა არ შეეჩერებინა.

 

„გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა შეარყია. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა და ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდექით, რამდენადაც სახელმწიფო  ასეთი ეკონომიური კრიზისისათვის მზად არ იყო. ამდენად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე განვითარებული ქვეყნების. ამას თან ერთვის ლარის გაუფასურება, რაც ყველაზე მძიმეა ქართული ბიზნესისათვის, მათ შორის ჩვენი კომპანიისთვისაც. ჩვენი პროდუქცია ევროპული მასალებისგან იწარმოება, დამოკიდებულია იმპორტზე და ლარის კურსის რყევა ფასებზე მყისიერ ზეგავლენას ახდენს. ასევე ის ფაქტი, რომ პანდემის პერიოდში ტურისტული და სარესტორნო ბიზნესი საერთოდ გაჩერდა, რასაც დიდი წილი უჭირავს ქართულ ეკონომიკაში, ეს თავისთავად ჯაჭვური რეაქციით სხვა ბიზნესებზეც აისახება. ჩვენი კომპანიის გაყიდვების დაახლოებით 30% ჰორეკა სექტორზე მოდიოდა“, - განაცხადა ირმა დაუშვილმა.


 

ბიზნესმენის თქმით, შეზღუდვების მოხსნამ დადებითად გავლენა მოახდინა როგორც კომპანიის სამუშაო პროცესებზე, ასევე მომხმარებელზეც. ამბობს, რომ კომპანიაში ვიზიტები გააქტიურდა, თუმცა იმისაც დასძენს, რომ ამას გაყიდვების პირდაპირპროპორციული ზრდა არ მოჰყოლია.

 

„ეკონომიური კრიზისი საკმაოდ იგრძნობა, რადგან ზოგჯერ კრიზის მეორე წელი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე პირველი. თუ სამომავლოდ ტურისტული სექტორი გააქტიურდება და სარესტორნო ბიზნესიც სრულყოფილად ამუშავდება, მაშინ შეზღუდვების მოხსნა დადებითად აისახება ჩვენი კომპანიის მუშაობაზე. დღეისათვის კი პროგრესი არის მხოლოდ ის, რომ სამუშაო პროცესში ხელი არ გვეშლება და გადაადგილება არ არის შეზღუდული“, - თქვა ბიზნესმენმა.

 

ირმა დაუშვილის განცხადებით, დღეს ბიზნესის უმთავრეს გამოწვევად დამატებითი რეგულაციები, არასტაბილური ვალუტის კურსი და ინვესტიციების ნაკლებობა რჩება. ამბობს, რომ ამ რთულ პერიოდში საქართველო ინვესტორებისთვის ნაკლებად საინტერესო ქვეყანაა, ხოლო უცხოური კაპიტალის მოზიდვის გარეშე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ძნელია. კომერსანტის კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კოვიდ-19-თან მიმართებით ბიზნესმენი გვპასუხობს, რომ მმართველმა გუნდა არაეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.

 

„ვფიქრობ, პანდემიის დროს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ არაეფექტური იყო, განსაკუთრებით რთული იყო ბუნდოვანი რეგულაციები, რომლებიც ცხადდებოდა და შემდგომ კი მისი განხორციელება ბევრ კითხვებს იწვევდა და ამ კითხვებზე არ იყო დროული პასუხები. გაურკვევლობა კი ყველაზე რთული აღსაქმელია ბიზნეს სექტორისათვის. თავდაპირველმა ჩაკეტვებმა სამუშაო პროცესების სრული პარალიზება გამოიწვია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  ის საგადასახადო შეღავათი, რაც საშემოსავლო გადასახადის კომპონენტში გააკეთა მთავრობამ, ბიზნესისთვის ერთგვარი დახმარება იყო, მაგრამ კომპანიას ბევრი სხვა ვალდებულებებიც აქვს – მათი შესრულება კი საკმაოდ რთული იყო. ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება საკმაოდ რთული იყო, რადგან ჩვენ ვართ წარმოება და ამ ნაწილში დისტანციურად მუშაობა შეუძლებელია, თანამშრომელთა ტრანსპორტირება კი ჩვენს ხარჯებს იმ პერიოდში აორმაგებდა. ვფიქრობ, რომ იყო საშუალება, რომ უკეთესი და უფრო ეფექტური ქმედებები ყოფილი ბიზნესის მხარდაჭერის. თუნდაც საბანკო სექტორთან მოლაპარაკებისა და ქონების გადასახდის კუთხით გარკვეული შეღავათი არა მხოლოდ ჰორეკა სექტორისათვის ყოფილიყო გათვალისწინებული, რადგან ბევრი სხვა ბიზნესი პირადპირპროპოციულად იყო მიბმული ამ სექტორზე. განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესი“, - აცხადებს ირმა დაუშვილი.

 

,,დიო’’-ს ისტორია 25 წლის წინ,  1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაიწყო. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმომდე გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტი. კომპანია დღესდღეობით 70-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up