„გაყიდვების კუთხით 50, 40 და ზოგან 30 %- იანი კლება გვაქვს“ - სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“

„გაყიდვების კუთხით 50, 40 და ზოგან 30 %- იანი კლება გვაქვს“ - სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“

access_time2020-04-28 11:30:01

„გაყიდვების კუთხით 40, 50 და ზოგან 30 %- იანი კლება გვაქვს, უბნის მაღაზიებში მატებაა თუმცა, დიდ ობიექტებზე გაყიდვები საგრძნობლადაა შემცირებული“, ამის შესახებ „კომერსანტს“ სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის“ კომერციულმა დირექტორმა დავით ფარესაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გაყიდვების კლება ხალხის ნაკადის შემცირებამ გამოიწვია, როგორც ფარესაშვილი განმარტავს ადამიანებს დიდ რიგში დგომა უჭირთ.

 

„მუშაობის პროცესი ჩვენთან ნორმალურად მიმდინარეობს, უბრალოდ, დიდი რიგებია, რამაც გაყიდვები საშუალოდ 40 პროცენტით შეგვიმცირა. პარალელურად, ცუდი ამინდებია და რადგან შეზღუდულად ხდება ადამიანების მაღაზიაში შეშვება მათ რიგში დგომა უჭირთ, მეცოდება მოსახლეობა, წვიმაში უწევთ დიდხანს დგომა. სხვა მხრივ, მთავრობა შეზღუდვებს არ გვიწესებს, თუმცა, ხანდახან არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სამსახურები სხვანაირად წარმოიდგენენ ამ დადგენილებებს და შემდეგ დამატებითი შეზღუდვების შესრულებას გვთხოვენ, რომელიც არ არის და უბრალოდ სხვანაირად აქვთ აღქმული, ამის შემდეგ მთავრობასთან ხდება კომუნიკაცია და სხვათაშორის საკითხს მაშინვე აგვარებენ, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს“, - განმარტავს დავით ფარესაშვილი.

 

როგორც დავით ფარესაშვილი აღნიშნავს, „უნივერსამის“ ქსელს მარაგების კუთხით პრობლება არ შექმნია. სავაჭრო ცენტრის კომერციული დირექტორის განმარტებით,, ბურღულეულის მცირე დეფიციტი შეიქმნა, თუმცა,რუსეთზე დამოკიდებული იმპორტი სრულად ჩაანაცვლეს სხვა ქვეყნებით. ბრინჯს და წიწიბურას ახლა ჩინეთიდან და პაკისტანიდან ელოდებიან.

 


„ბურღულეული როგორც ვიცი ამ კვირაში შემოვა, რადგან პროდუქცია ადრე შეუკვეთეს. წიწიბურა მხოლოდ პაკეტების არის დარჩენილი. წონის, რომლის  იმპორტიც რუსეთიდან ხორციელდებოდა აღარ გვაქვს, თუმცა ახლა დღე-დღეზე  ჩინური შემოვა. წიწიბურის იმპორტი ჩინეთიდან ყოველთვის ხორციელდებოდა ბრინჯის მარაგის კუთხით იყო პრობლემა, მაგრამ გავარკვიეთ, რომ იმპორტი ჩვეულებრივად განხორციელდება. აქედან გამომდინარე,წესით და რიგით არანაირი პრობლემა აღარ იქნება“,- განაცხადა დავით ფარესაშვილმა.

 

სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის“ კომერციული დირექტორი გვიყვება, რომ კომპანიას მიკროავტობუსები ჰყავს დაქირავებული, რომლითაც თანამშრომლები დაჰყავთ. და არსებულ რეალობას მორგებულნი არიან. მისი განმარტებით, ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ სამთავრობო უწყებებთან, სადაც ეხმარებიან და ბიზნეს ხელოვნურ ბარიერებს არ უქმნიან. კომპანიაში ამბობენ, რომ თითქმის ყველა თანამშრომლის შენარჩუნება მოხდა. დავით ფარესაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ადამიანებს სამსახური შეენარჩუნებიათ, თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს და მონაცვლეობით ამუშავებენ.

 

„რა თქმა უნდა იმდენი თანამშრომელი არ გვჭირდება, რამდენიც კორონავირუსის გავრცელებამდე გვჭირდებოდა. იმისათვის, რომ მათ სამსახური შეენარჩუნებიათ ორ-ორ კვირიან შვებულებაში გავუშვით და მონაცვლეობით ვამუშავებთ. პირობითად შვებულება თუ უნდა აეღოთ ზაფხულში, ახლა ვაძლევთ, გადავუთამაშეთ, რათა სამსახური ყველას ჰქონოდა, ზაფხულში უბრალოდ აღარ მივცემთ შვებულებას“,- ამბობს დავით ფარესაშვილი.


 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up