გაზაფხულის ველი ქალებისთვის

გაზაფხულის ველი ქალებისთვის

access_time2023-03-01 16:25:54

როგორც იქნა გაზაფხულდა და სამყაროსთან და ბუნებასთან ერთად, ადამიანებიც ვიწყებთ გამოცოცხლებას. სიახლის სასიამოვნო შეგრძნება გვაქვს ყველას. ალბათ ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ განახლებისა და სიცოცხლის საწყისის - გაზაფხულის პირველი თვე, სიმბოლურად, ქალების თვეა.

 

3 მარტს საქართველოში - დედების დღე, 8 მარტს კი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ამერიკასა და ევროპაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაუდეს დასაბამი. მალე, ტრადიცია ერთ დღიან აღნიშვნას გასცდა და მთელი თვე ქალების მხარდაჭერას დაეთმო. ასე იქცა მარტი ქალთა ისტორიის თვედ. იმ ისტორიის, რომელიც სხვადასხვა მიზნისა და უსაზღვრო შესაძლებლობების ქალებმა შექმნეს და ახლაც ქმნიან.

 

წელიწადის ამ დროს ქალები, განურჩევლად ეთნიკური, სოციალური თუ მსოფლმხედველობრივი განსხვავებებისა, საკუთარ მიღწევებს აღნიშნავენ. მიზანი კი წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში, სხვადასხვა მიმართულებით, ქალების როლის წარმოჩენაა.

 

ამიტომ, ბუნებრივია, რომ მარტის თვეს Veli.store-იც სწორედ ქალების მხარდაჭერას უთმობს.

 



მოახლოებულ დღესასწაულებთან ერთად, ალბათ, ბევრი თქვენგანი საჩუქარზე ფიქრობთ - მეორე ნახევრისთვის, დედისთვის, ოჯახის წევრისთვის, თანამშრომლებისთვის.

 

იდეა ბევრია. თუმცა, არსებობს ერთი უნივერსალური საჩუქარი, რომელიც ყველა ასაკისა თუ პროფესიის ქალისთვის, ერთნაირად საჭირო და სასიამოვნოა - დრო.

 

ცხოვრების აჩქარებულ ტემპში და იმ საზოგადოებაში, რომელიც დღეს ძალიან კონკურენტულია, ადამიანებს ხშირად გვიჭრის საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი საგარეო და საშინაო საქმიანობები ქალის თანაბარი პასუხისმგებლობაა.

 


იმის პარალელურად, რომ თანამედროვე სამყაროში ქალებმა, დედის, მეუღლისა და დიასახლისის გარდა, ნელ-ნელა ახალი ფუნქციები და როლები შეიძინეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს იყო კარგი დედა, მეორე ნახევარი, მეგობარი, თანამშრომელი, მოქალაქე… თუმცა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეცვლილ პასუხისმგებლობებთან, პრიორიტეტებთან და მიზნებთან ერთად, მნიშვნელოვანია არასოდეს დაივიწყოთ ის პატარა დეტალები, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ის ოცნებები, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. თქვენი სურვილები და გადაწყვეტები ყოველთვის ღირებულია - ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და რეალობაში. ამის გააზრებისთვის კი მნიშვნელოვანია გრძნობდეთ მხარდაჭერას და გქონდეთ დრო და სივრცე, სადაც საკუთარ თავს პერიოდულად მიუბრუნდებით.

 


ტერმინი - me time - დრო საკუთარი თავისთვის, ხშირად დანაშაულის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება საყოველთაოა და თანამედროვე ადამიანისთვის მასში არაფერია განსაკუთრებული. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სწორედ ამ დროის ჩვენთვის გამოყენება გვაქცევს მისაბაძ მშობლად, თვითკმარ და მხარდამჭერ მეორე ნახევრად, გუნდის მამოტივირებელ და ენერგიულ წევრად.


საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნის დროის პატარა მონაკვეთიც კი, გვაძლევს თავისუფლებას და შესაძლებლობას, რომ გავიაზროთ წარსული გამოცდილებები და აღმოვაჩინოთ ახალი მისწრაფებები. დავფიქრდეთ - რაღაც ახლის ცდა ხომ არ გვინდა, რაღაც ახალი ხომ არ გვაინტერესებს? სწორედ დაფიქრებას მივყავართ პატარ-პატარა აღმოჩენებამდე.

 

Me time სულაც არ ნიშნავს მასშტაბურ ცვლილებას ან მიზანს, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პირიქით. ეს, დღის განმავლობაში დროის მცირე მონაკვეთის პოვნაა, რომელსაც ისეთ პატარა, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებებს უთმობ, როგორიცაა საინტერესო წიგნის კითხვა, ახალი რეცეპტით კერძის მომზადების მცდელობა, იოგას 15 წუთი, დღიურში გულწრფელი ჩანაწერები, ან თუნდაც სააბაზანოში თავის მოვლის რამდენიმე წუთიანი რუტინა.




სწორედ ამ პატარ-პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სურვილების ასრულებაში დაგეხმარება ველი. ვირტუალურ სივრცეში ქალები იპოვით ყველაფერს, რაც ყოველდღიური სიამოვნებისთვის და ერთი რიგითი დღის გახალისებისთვის გჭირდებათ. რაც მთავარია, ამ მატერიალურ ნივთებთან ერთად, ველი არამატერიალურ, მაგრამ ყველაზე ძვირფასს - დროს გჩუქნით იმისთვის, რომ მარტივად - სახლიდან გასვლის, დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე აისრულოთ სურვილები. დაზოგილი დრო კი თქვენს თავს მოახმაროთ.

 

მთელი მარტის განმავლობაში მომხმარებელს ველის ყველა კატეგორიაში სპეციალური, 50%-მდე ფასდაკლება დახვდება. Საჩუქრების კატეგორია კი განსაკუთრებული დღეებისთვის იდეალური ნივთის შერჩევას გაგიადვილებს. 

 

მოდით, ეს იყოს თვე, როდესაც დანაშაულის შეგრძნებისა და ყოველგვარი „მაგრამ“ და „რა მოხდება“-ს გარეშე, თქვენს დროს თქვენთვის დახარჯავთ.

 

ეს ყველაფერი უბრალო სიტყვები და მოწოდება რომ არ იყოს, ველი საკომუნიკაციო არხებს, მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა პროფესიის, როლის, ისტორიისა თუ მიზნების ქალებს დაუთმობს, რომლებიც საკუთარი პირადი, ოჯახური თუ საქმიანი ცხოვრების საინტერესო გამოცდილებებს გაგვიზიარებენ და იმასაც მოგვიყვებიან - დატვირთული ცხოვრების პარალელურად, როგორ ხარჯავენ დროს. ვიღაცისთვის ეს ისტორიები საინტერესოდ მოსასმენი ამბავი შეიძლება იყოს, ბევრისთვის კი მოტივაციის მიმცემი მაგალითი. იმის მაგალითი, რომ შესვენება, ამოსუნთქვა, საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენა და საკუთარი თავისთვის დახარჯული დრო, სულაც არაა დანაშაული.

 

ყველა ეს ისტორია და ამ ისტორიის მთავარი მოქმედი გმირები, აგრძელებენ და ქმნიან ამბავს და ტრადიციას, რომელიც 1 საუკუნის წინ, ერთმანეთის თანადგომის მიზნით დაიწყო. ამბავი, რომელიც დგას ერთმანეთისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაზე, თანასწორობაზე, ერთმანეთის მიღწევების, მიზნებისა და ოცნებების აღიარებასა და პატივისცემაზე, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე.

 

ახლა შენი დროა გააგრძელო ეს ისტორია და დაფიქრდე - რა არის დიდი თუ პატარა, მაგრამ შენთვის მნიშვნელოვანი ამბავი და სათქმელი, რომელიც გინდა რომ სხვა ქალებსაც გაუზიარო.

 

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up