გაზარდე შენი ბიზნესი - რას გულისხმობს „ლიბერთის“ საგაზაფხულო აქცია

გაზარდე შენი ბიზნესი - რას გულისხმობს „ლიბერთის“ საგაზაფხულო აქცია

access_time2023-03-10 09:55:21

რა სიახლეები იგეგმება ლიბერთიში და რა ახალი შეთავაზებები აქვს ბანკს მომხმარებლებისთვის, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ ისაუბრა.

 

როგორც ირაკლი აბაშიძემ განაცხადა, პირველი მარტიდან „ლიბერთიმ“ დაიწყო კამპანია „გაზარდე შენი ბიზნესი“, რომელიც მომხმარებლებს 50 000 ლარამდე სესხის მარტივად, სწრაფად და მომგებიანი პირობებით აღების საშუალებას აძლევს.

 

„აღნიშნული კამპანია დაიწყო პირველი მარტიდან და გაგრძელდება 2 თვე. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ აღნიშნული აქციით 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ისარგებლონ.

 

აქციის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში ის მომხმარებლები, რომლებიც ამ ორი თვის განმავლობაში ისარგებლებენ ბიზნეს სესხით, 2%-ს მიიღებენ ქეშბექის სახით. ანუ აღებული სესხის 2% მათ უკან დაუბრუნდებათ ანგარიშზე.

 

ეს საკმაოდ კარგი შეთავაზებაა, პირველი - მომხმარებლებს სესხის აღება საკმაოდ კარგი პირობებით შეუძლიათ, სესხის მაქსიმალური მოცულობა არის 50 ათასი, რაც ყველაზე კარგია მომხმარებლებისთვის ამ თანხას არ სჭირდება დამატებითი უძრავი ქონება და ასე შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად ამარტივებს სესხის აღებას. მეორე - უკვე აღებული თანხის 2% მათ უკანვე დაუჯდებათ ერთი თვის განმავლობაში ანგარიშზე. მესამე - მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია სისწრაფე, ეს სესხი კი მომხმარებელს ფილიალში მოსვლიდან და განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე საათში  შეუძლია აიღოს.

 

ამასთან, არ არის შეზღუდული სესხის მიზნობრიობა, რომ მაინცდამაინც ბიზნესისთვის უნდა იქნეს აღებული ან სამომხმარებლო მიზნებისთვის.

 

ასევე მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სხვა ბანკში სესხი, შეუძლიათ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის ამ აქციით, აიღონ უკეთეს პირობებში სესხი, გადაფარონ სხვა ბანკში ვალდებულებები და ასევე ისარგებლონ ამ 2%-იანი ქეშბექით,“- განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.


 

„ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმ პროექტზე, რომელსაც ბანკი რეგიონებში აგრო და მცირე ბიზნეს სექტორში დასაქმებული ახალგაზრდების დახმარების მიზნით ახორციელებს.

 

„ეს მიმართულება „ლიბერთისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია და 2022 წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ნაბიჯები  გადადგა. ეს „მერსი კორპის“ და ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტია, „ლიბერთი“ არის ამ პროექტის პარტნიორი. პროექტი გულისხმობს რეგიონებში ახალგაზრდა მეწარმეების გადამზადებას  და ასევე მათი ფულადი რესურსებით უზრუნველყოფას, საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა საუბარი და საკმაოდ დროში გაწერილი პროექტია.

 

პროექტი მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს, ახალგაზრდა მეწარმეების ასაკობრივი ზღვარი არის 18-35 წლამდე. თავდაპირველად მოხდა 2000 აპლიკანტის შერჩევა, პირველი ეტაპის ტრენინგი გაიარა დაახლოებით 1800 მონაწილემ, შემდგომ ეტაპზე გადავიდა დაახლოებით 700 ახალგაზრდა მეწარმე, შემდგომ ეტაპზე კი გადავა დაახლოებით 370, რომლებიც ასევე მიიღებენ დამატებით ტრენინგებს და მიკროგრანტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ბიზნესის განვითარებისთვის ან ახალი ბიზნესის დასაწყებად.

 

მნიშვნელოვანია გამოვყოთ „ლიბერთის“ როლი, თუ რა იგულისხმება პარტნიორობაში. ჩვენი ჩართულობა ამ მიმართულებით არის რეგიონებში ფინანსურ განათლების ამაღლება და მეწარმეების ხელშეწყობა, რომ ეფექტურად მართონ ბიზნესი. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ საკმაოდ დიდ როლს. ის ცოდნა, რაც გაგვაჩნია ჩვენ ამ მიმართულებით, გვინდა მივახმაროთ მეწარმეებს, რომლებიც რეგიონებში არიან და აკეთებენ ძალიან მაგარ საქმეებს,“- აღნიშნა აბაშიძემ.

 

რა შეთავაზებები და პროდუქტები აქვს „ლიბერთის“ მცირე საოჯახო ტიპის მეურნეობების ხელშეწყობის მიმართულებით. როგორც ირაკლი აბაშიძე ამბობს „ლიბერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება სწორედ ამ ტიპის საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობას ემსახურება.

რეგიონებში არსებული საოჯახო ტიპის მეურნეობები საკმაოდ საინტერესოა  და ჩვენი სტრატეგიაც ამ ტიპის საოჯახო მეურნეობებზეა აწყობილი. 2022 წლის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ამ საოჯახო მეურნეობებს მივცეთ ცოდნა, რათა მათ კიდევ უფრო ეფექტურად მართონ თავიანთი ბიზნესი და ჰქონდეთ იაფ ფულად რესურსებზე ხელშეწყობა, რომ ბიზნესი კიდევ უფრო გაზარდონ,“ - აცხადებს ირაკლი აბაშიძე.

 

ბანკის წარმომადგენელმა კომერსანტის ეთერში გასული წელიც შეაჯამა და განაცხადა, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად 2022 წელი „ლიბერთისთვის“ ძალიან წარმატებული იყო და ბევრი პროექტი განხორციელდა.

 

„2022 წელი „ლიბერთი ბანკისთვის“ ძალიან წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ლიბერთის პორტფელმა გადააჭარბა მილიარდ ლარს და გახდა ერთ-ერთი ლიდერი, ანუ გადავიდა მესამე ადგილზე. თვითონ ბანკიც საბანკო სფეროშიც არის მესამე სისტემური ბანკი. საკმაოდ საინტერესო წელი გამოდგა, ბევრი გამოწვევები იყო და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, - აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.  მისი თქმით,  „ლიბერთის“ გუნდს 2023 წელსაც საკმაოდ საინტერესო პროექტები აქვს ჩაფიქრებული და მომხმარებელს ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების მხრივ საინტერესო წელს ჰპირდება.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up