Gazelle Finance-ის ფინანსური მხარდაჭერით „კამექს ეარლაინსის“ ავიაპარკი იზრდება

Gazelle Finance-ის ფინანსური მხარდაჭერით „კამექს ეარლაინსის“ ავიაპარკი იზრდება

access_time2023-03-23 14:50:20

ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ კიდევ ერთი ბოინგი და რიგით მეორე თვითმფრინავი (Boeing 737-800 CF) უკვე თბილისშია და კომერციული ფრენების შესრულებაში უახლოეს მომავალში ჩაერთვება.

 

„ავიაპარკის გაფართოება კომპანიის თითოეული თანამშრომლის ეფექტიანი მუშაობის,  უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირებისა და შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ავიაკომპანიის განვითარებასა და წარმატებით ოპერირებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ს, საკონსულტაციო კომპანია Savvy Сonsulting-ს და TBC ბანკს. მათი  პროფესიონალიზმისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობის შედეგია ის, რომ სტარტაპ პროექტის დონეზე შექმნილი ავიაკომპანია დღეს უკვე ორი ბორტით ოპერირებს და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ბაზარზე ამბიციური გეგმებით იკიდებს ფეხს“, აცხადებს „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე.

 

Gazelle Finance-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მიხეილ თამასიძე აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის დამატებითი ბორტის მოზიდვა მნიშვნელოვანი მიღწევაა „კამექს ეარლაინსისთვის“ და მისი გუნდისთვის, რომელმაც შეძლო საჰაერო ხომალდის მომწოდებლების ნდობის მოპოვება და მათთან გარიგების წარმატებით დახურვა. მისი თქმით,  ახალი Boeing 737-800 CF შესაძლებლობას მისცემს კომპანიას მნიშვნელოვნად გაზარდოს შეკვეთების რაოდენობა დამატებით მიმართულებებზე, რაც დადებითად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე.

 

ავიაკომპანიამ პირველი ბორტი, Boeing 737-800 BCF, 2022 წლის ივლისში მიიღო და ყველა სათანადო პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ კომერციული რეისების შესრულება აგვისტოდან დაიწყო.


 

ავიაკომპანიის პრეზენტაციას, რომელიც 2022 წლის 1 აგვისტოს გაიმართა, ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი,“Gazelle Finance”-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერთი და ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. როგორც საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, იმ დროს, როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიც „კამექს ეარლაინსია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კელი დეგნანმა მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა „კამექს ეარლაინსში“ ინვესტირების ისტორიასა და კომპანიის განვითარების მასშტაბებზეც. აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს პროექტი ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.

 

ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის პარალელურად, „კამექს ეარლაინსმა“ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში შვილობილი კომპანია დააფუძნა და წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. ევროპაში ბაზირებული ავიაკომპანიის სატვირთო საჰაერო ხომალდი Boeing 737-800 BCF კამექსის ჯგუფისთვის მესამე ბორტია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფრენის არეალსა და დამკვეთთა მომსახურების მასშტაბებს.

 



 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up