გაზის დეფიციტი ევროპის მრეწველობას უტევს

გაზის დეფიციტი ევროპის მრეწველობას უტევს

access_time2021-10-22 17:30:57

ექსპერტების აზრით, ენერგოკრიზისი, რომელიც დღეს ევროპას ახრჩობს, ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაზეა - სავარაუდოდ, გაზის ღირებულების კატასტროფული ზრდა სხვა ენერგომატარებლების ბაზრებსაც შეეხება.

 

კერძოდ, გაზის მაღალი ფასი ნავთობზე მოთხოვნას დღე-ღამეში 500 000 ბარელით გაზრდის. საერთაშორისო ეკონომიკური სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნებს ნავთობის მოხმარების მკვეთრი ზრდა მოუწევთ.

 

ამ დღეებში ნავთობის მოსალოდნელი გაძვირების თაობაზე OPEC-მაც განაცხადა. რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ევროპული მსხვილი ბიზნესი ცდილობს კრიზისი არ შეიმჩნიოს - მეტალურგიულმა გიგანტმა ArcelorMittal-მა განაცხადა, რომ სამუშაო პროცესში „მცირე პაუზების“ შემოღებას იწყებს და ეს დაკავშირებული იქნება დღე-ღამეში ელექტროენერგიის ფასის სხვაობაზე - კონცერნის ქარხნები მეტად დაიტვირთებიან, მაგალითად, ღამის საათებში, როდესაც ელექტროენერგია და გაზი დღის საათებთან შედარებით უფრო იაფია.

 

რამდენიმე დღით ადრე ესპანურმა მეტალურგიულმა კონცერნმა Sidenor გაზის გაძვირების გამო მუშაობა 20 დღით შეაჩერა.

 

კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მძიმე მრეწველობა სხვა ქვეყნებშიც - გერმანულმა ქიმიურმა კონცერნმა Stickstoffwerke Piesteritz-მა ამიაკის წარმოების 20%-ით შემცირების და სამომავლოდ სამუშაო პროცესის შეწყვეტის რისკის შესახებ განაცხადა.

 

მსხვილი ევროპული კონცერნების მოგება ვარდება - ენერგოკრიზისმა უკვე დააზარალა ისეთი გიგანტები, როგორც გერმანული BASF, სპილენძის მომპოვებელი და მწარმოებელი Aurubis AG, ფრანგული კოსმეტიკურ-ფარმაცევტული გიგანტი Tereos. მათ წარმოების გაძვირება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დააანონსეს.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ენერგოკრიზისს მძლავრი ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა, რომელიც ევროპის ეკონომიკის სულ ახალ-ახალ დარგებს ურტყამს.

 


კრიზისი ასევე კვების მრეწველობასაც ემუქრება - СО2-ის წარმოების შემცირების გამო ბრიტანელი ფერმერები ხორცის წარმოების კლებას პროგნოზირებენ. თავად ეს შემცირება კი დაკავშირებულია კომპანია CF Industries Holdings-ის ქარხნის მუშაობაში შექმნილ პრობლემებთან - გაზის მაღალი ფასის გამო საწარმო СО2-ის წარმოებას ამცირებს.

 

ამ გაზს ხორცის მრეწველობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ის დაკვლის წინ ცხოველების გაბრუების და შემდგომ ხორცის შენახვის ვადის გახანგრძლივებისთვის გამოიყენება.

 

აგვისტოში გერმანიაში პროდუქციის წარმოების ღირებულება 10,4%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მასშტაბური ზრდაა 1975 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის ეკონომიკა ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

 

გერმანიის სტატისტიკური სააგენტოს ინფორმაციით, სამრეწველო ინფლაცია, რომელიც აქამდე წლიურ 5%-ს არასდროს აჭარბებდა, ზრდას უახლოეს თვეებშიც გააგრძელებს.

 

როგორც ჩანს, ევროპა ახალი რეცესიის თავიდან აცილებას ვერ მოახერხებს და მისი სიღრმე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - რამდენად ცივი იქნება ზამთარი ევროპაში, და როგორ გადაწყდება მთავარი პრობლემა - გაზის დეფიციტი.

 

ენერგომატარებლებზე მაღალი ფასი უკვე რიგით ადამიანებსაც შეეხო - ევროპაში ელექტროენერგია გაძვირდა - მაგალითად, გერმანიაში 1 მეგავატ-საათი ენერგია 40-დან 93 ევრომდე გაიზარდა. ევროპელი მაღალჩინოსნები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის და გაზის ტარიფების სუბსიდირებაზე დაფიქრდნენ, რადგანაც ფასების ზრდის პირობებში გადაუხდელობის რისკი მატულობს, ეს კი კომუნალურ სექტორს დააზარალებს.

 

მძიმე კრიზისის გამო ევროპა სულ უფრო მეტად გადადის ნახშირზე, რომელიც ტრადიციულად „ბინძურ“ საწვავად ითვლება. ამას „მწვანე ენერგეტიკის“ განვითარება ეწირება - გერმანიამ „ენერგოგადასვლა“ უკეთესი დროისთვის გადადო და ნახშირის მოპოვება გაზარდა, რის შედეგად ნახშირის წილი ენერგობალანსში წინა წელთან შედარებით 7%-ით, 26%-მდე , ბრიტანეთში 1,6%-დან 3%-მდე გაიზარდა.

 

შექმნილ ვითარებაში ნახშირიც დეფიციტური გახდა - დაჩქარებული „დეკარბონიზაციის“ წყალობით, რუსეთმა ნახშირის გაყიდვა არა ევროპაზე, არამდე აზიაზე გადაერთო და ამ დროისთვის მას საკმარისი ნახშირი არ აქვს.

 

თუმცა, არც აზიაშია საქმე ბევრად უკეთესად - ჩინეთში რეგიონების 2/3 ენერგიის დეფიციტს, როგორც ყოფითი მოხმარების ასევე მრეწველობის დონეზე განიცდის.

 

გიგანტურ მოჯადოებულ წრეში მთელი მსოფლიო მოხვდა - აგვისტოდან ევროკავშირში გაზის ფასის ზრდამ ყველაფერი დანარჩენიც გააძვირა და გლობალური ეკონომიკისთვის დამანგრეველი პროცესები ააგორა.

 

Haqqin.az

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up