გაზის ფასები სარეკორდო სიმაღლემდე გაიზარდა მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო

გაზის ფასები სარეკორდო სიმაღლემდე გაიზარდა მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო

access_time2022-08-25 20:30:00

Reuters-ის სააგენტოს ცნობით, ჰოლანდიური და ბრიტანული გაზის საბითუმო ფასები 25 აგვისტოს დილით, ახალ სარეკორდო დონემდე გაიზარდა იმის გამო, რომ სექტემბერში ნორვეგია აპირებს მიწოდების შეწყვეტას, საფრანგეთმა ბირთვული ენერგიის წარმოება შეამცირა და მომავალ კვირაში დაგეგმილია სარემონტო-ტექნიკური სამუშაოები, რასაც რუსული გაზის მოწოდების შეფერხება მოჰყვება.


ჰოლანდიური კონტრაქტი სექტემბრის მიწოდებაზე, რომელიც ევროპულ ნიშნულს წარმოადგენს, გაიზარდა მეგავატზესაათზე (MWh) 15.94 ევროთი 315.95 ევრომდე, მაშინ, როცა დეკემბრის ფასი იყო 30.55 ევროთი მაღალი და შეადგენდა 319.75 ევროს/მეგავატ საათში.


ბრიტანეთში დაუყოვნებლივი მიწოდების ხელშეკრულება გაიზარდა სარეკორდო მაჩენებლამდე დახლოებით 20%-ით.


„სექტემბერში ინტენსიურ სარემონტო სამუშაოები ჩატარდება ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე და ამასთანავე, ველოდებით შეფერხებებს ნორვეგიული გაზის გასასვლელ ტერმინალებზე“, - განაცხადა კასია პიასკოვსკამ, კომპანია Refinitiv-ის ანალიტიკოსმა.


ამასთან ერთად, „გაზპრომი“ შეწყვეტს ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროპაში „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ მილსადენით სამი დღით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, რაც სირთულეს გამოიწვევს რეგიონისთვის, როცა ის ზამთრის დაწყებამდე საწვავის მარაგების შევსებას ცდილობს.



ბაზარი შეშფოთებულია, რომ გათიშვის შემდეგ გაზის ნაკადები არ განახლდება ამჟამინდელი დაბალი მაჩვენებლის 20%-იანი სიმძლავრითაც კი, აცხადებენ მოვაჭრეები.


წელს რუსული მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდება დაახლოებით 75%-ით შემცირდა, რაც მოსკოვზე დაწესებულმა ევროპულმა სანქციებმა გამოიწვია უკრაინაში მისი შეჭრის გამო.


„ამასობაში, მხოლოდ გადამწყვეტმა ფუნდამენტურმა მოვლენამ ან განცხადებამ შეიძლება დაარღვიოს ზრდის იმპულსი“, - დასძინეს მათ.


Gas Infrastructure Europe-ის მონაცემების მიხედვით, ევროპის გაზის საცავები სავსე იყო 78%-ით, რაც მიუახლოვდა 1 ოქტომბრისთვის ევროპის კომისიის სამიზნე 80%-ს.


საგრანგეთში EDF-ის რამდენიმე ატომური რეაქტორის გადატვირთვა გადაიდო სულ მცირე, ნოემბრის შუა რიცხვებამდე, გამორთვის გრაფიკების კორექტირებასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვევს 5.2 გიგავატის (GW) მიწოდების შემდგომ შეჩერებას იმ დროს, როცა ხელმისაწვდომობა ისტორიულად დაბალია.


www.radiotavisupleba.ge



თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up