გაზის გაიაფება ნაკლებსავარაუდოა

გაზის გაიაფება ნაკლებსავარაუდოა

access_time2021-10-10 10:30:07

ამ დღეებში ბუნებრივი აირის ფასმა კუბერ მეტრზე ისტორიული მაქსიმუმი გაარღვია. "კომერსანტი" შეეცადა ექსპერტებთან გაერკვია, რა მოლოდინია გლობალურ ბაზარზე გაზის ტარიფებთან დაკავშირებით. ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ გაზზე მაღალ ფასები 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე შენარჩუნდება.

"არამართებული იქნება მსჯელობა იმის შესახებ, რომ ენერგო კრიზისი შეუმჩნევლად შემოეპარათ. ევროპული მწვანე ენერგეტიკის პროექტი რომელიც დაფუძნებული იყო მზის ენერგიასა და ქარის ენერგიით გამოემუშავებინათ ელექტროენერგია როგორც ვატყობთ არასაკმარისი აღმოჩნდა უზრუნველყო ზამთრის მშვიდობიანად გადაგორება. წლევანდელი ზამთარის გადატანა ევროპას საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ჩრდილოეთ ნაკადის 2 ის გაშვებამ გადაიწია მომავალი წლის პირველ კვარტლამდე,დღეის მონაცემებით ჯერ მხოლოდ ტესტირებას გადის აღნიშნული ცისფერი საწვავის მაგისტრალი და მის რეალურად ამოქმედებამდე დროა საჭირო. რუსეთის მხირიდან ასეთი განცხადებების გაჟღერება ან რეალურად ტექნიკური მიზეზების გამოა ანდა ასევე შესაძლებელია პილიტიკური სარჩულიც ედოს.
ამ დროისათვის კი ევროპაში კი გაზის მარაგების მოცულობა მინიმუმზეა. ამ მომენტისათვის ICE Futures ბირჟის მონაცემებით ევროპისათვის გაზის ფასი 1350$ მდეა,ხოლო ნოემბრის თვის ფიუჩერსები ჰოლანდიური TTF ინდექსის მიხედვით ფასებმა 1937$ მდე მიაღწია, რის შემდეგაც კორექტირება განიცადა. დიდი ალბათობით, მაღალი ფასები 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე შენარჩუნდება," - ეუბნება "კომერსანტს" ექსპერტი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევროპაში გაზის მიწისქვეშა საცავები 75%-ითაა დატვირთული. სიმსონის შეფასებით, ეს დონე ათი წლის საშუალოზე დაბალია, მაგრამ ადეკვატურია ზამთრის სეზონის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ფასების მკვეთრი ზრდა სიმსონისთვის სიგნალია, რომ აუცილებელია განახლებად წყაროებზე სწრაფად გადასვლა და ევროკავშირის გაზის ბაზრის სისტემური რეფორმაცია. გაზის ფასების ზრდაზე დებატებისას, სიმსონმა აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად ევროკავშირის ყველაზე ღარიბი მოქალაქეები დააზარალა, ამასთან ეს უარყოფითად აისახება ბიზნესის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რაც ეკონომიკის აღდგენის დინამიკას ანელებს. მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტს მალე წარუდგენს გაზის ბაზრის რეფორმაციის გეგმას.

სიმსონის შეფასებით, ესპანეთმა საკმაოდ საინტერესო იდეა წამოაყენა, რაც ევროკავშირის მიერ გაზის ერთიანი საცავის შექმნას გულისხმობს. შესაბამისად, შეიქმნება 450-მილიონიანი ერთობლივი ბაზარი და გაზის შეძენისას ისინი ერთნაირი პირობებით ისარგებლებენ. სიმსონის განცხადებით, ვიდრე პრობლემის მოგვარების გრძელვადიან პროექტებზე ვისაუბრებდეთ და მისი გადაჭრის გზებს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია მოკლევადიანი პოლიტიკის გატარება, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოქალაქეებს პრობლემის შემსუბუქებაში დაეხმარება. შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთავრობამ მიზნობრივი დახმარება გამოყოს გადასახადების პირდაპირი სუბსიდირების გზით. „მოქალაქეების დასახმარებლად მთავრობებს შეუძლიათ, ნახშირბადის ნებართვის გაყიდვიდან მიღებული თანხები გამოიყენონ, ასევე კონკურენციის ორგანოებმა ენერგეტიკის ბაზარზე სპეკულაციები უნდა აღკვეთონ“, – დაამატა სიმსონმა.


შეგახსენებთ, ევროპის ხუთი ქვეყანა გაზის ფასის რეკორდული ზრდის მიზეზების გამოძიებას ითხოვს. საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი და რუმინეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, მიიღოს სასწრაფო ზომები და ევროპაში გაზის ფასების რეკორდულად გაზრდის მიზეზები გამოიძიოს. ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს სთხოვენ, შეიმუშაოს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ „ფასების დრამატულ ზრდაზე დაუყოვნებლივი რეაგირება“ მოახდინოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაზის შესყიდვების კუთხით კოორდინაციის გაზრდა.




ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up