გაზის მაღალი ტარიფი უკრაინულ ბიზნესს ახრჩობს

გაზის მაღალი ტარიფი უკრაინულ ბიზნესს ახრჩობს

access_time2021-12-15 19:00:19

როდესაც ადამიანები სახლებში არიან - ისინი არიან მოსახლეობა, როდესაც მიდიან სამსახურში - მცირე და საშუალო კომპანიებში, რესტორნებში, საცხობებში, კაფეებში - იურიდიული პირები ხდებიან.

 


ალბათ უკრაინის მთავრობისთვის საინტერესო ახალი ამბავია იქნება, რომ ზამთარში ყოველ ადამიანს სახლშიც და სამსახურშიც სითბოში ყოფნა სურს.

 


თუმცა, მას ეს ალბათ არ აინტერესებს, რადგანაც რიგითი ადამიანი, რომელიც სამსახურში მოდის, სხვანაირად უნდა თბებოდეს. თუ სახლში მას 1 მ/კბ გაზი 8 გრივნა უჯდება, სამსახურში - 4- ჯერ მეტი.

 


ამაზე უკვე მერამდენედ, „ხალხისადმი დიდი სიყვარულით“, მინისტრთა კაბინეტმა იზრუნა. ამ სიტუაციაში გაზის ეკონომიის ერთადერთ საშუალება რჩება - გაზის გათიშვა და ბიზნესის დახურვა.

 


მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ასეთ პირობებში გადარჩენა თითქმის შეუძლებელია, თუმცა, არა მხოლოდ მათთვის - ზარალის შესახებ დიდი კომპანიებიც საუბრობენ. ასე რომ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ახლო მომავალში უკრაინელ ხალხს უმუშევრობის დონის მორიგი ზრდა და ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა ელის.

 



პოლონეთმა უკრაინელი სპეციალისტებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამარტივა და ეს გასაგებიციაა - ქვეყანას მალე უკრაინული მუშახელის ნაკადის მიღება მოუწევს, რადგანაც ენერგომატარებლებზე ასეთი კატასტროფული ფასების პირობებში დამსაქმებლებს თანამშრომელთა დიდი ნაწილის დათხოვნა მოუწევთ და ესეც - საუკეთესო ვარიანტია.

 


უარესი კი გაკოტრებას და დახურვას ნიშნავს.

 


შესაბამისად, უმუშევართა დიდ ნაწილს მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩება - ემიგრაცია. უკრაინა კი დარჩება იმდენად გაზრდილ ფასებთან ერთად, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის უმრავლესობა თითქმის ვერაფერს იყიდის. გაზი 38 გრივნად - ეს ყველა ძირითად პროდუქტზე ფასების მკვეთრ ზრდას ნიშნავს, იმიტომ, რომ წარმოების დანახარჯები მნიშვნელოვნად მოიმატებს.

 


პარალელურად, სახელმწიფო დამსაქმებლებისგან ხელფასების გაზრდას, ბუღალტერიის „გათეთრებას“ და ყველა გადასახადის გადახდას მოითხოვს.

 


პერსონალის შემცირებას თავისი ბუნებრივი ზღვარი აქვს და ეკონომია შესაძლებელია მხოლოდ არსებული რესურსების ხარჯზე. ბოლო 2 წლის მანძილზე უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესმა უკვე ყველა ეს რეზერვი ამოწურა, ამიტომაც არავინ იცის, რას მოიმოქმედებს იმ დროს, როდესაც ხარჯების კატასტროფული ზრდა რეალობა გახდება.

 


სახელმწიფო ვალდებულია სასწრაფოდ გაათანაბროს ტარიფები მოსახლეობის და ბიზნესისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გარე საფრთხეებს კიდევ ერთი, ძალიან დიდი გამოწვევა დაემატება - მოსახლეობის მოთმინების ფიალა ბოლომდე აივსება.

 


მთავრობა, რომელიც ცხოვრობს სითბოში და კომფორტში, უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს და მოსახლეობას გადარჩენის შესაძლებლობა უნდა დაუტოვოს.

 


წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური აფეთქება გარდაუვალია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up