მსოფლიოში გაზის დადასტურებული მარაგების მოცულობა 2020 წლის ბოლოს 0.4%-ით შემცირდა – 206.7 ტრილიონ კუბურ მეტრამდე. OPEC-ის ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში გაზის ყველაზე დიდ მარაგს რუსეთი ფლობს 48.9 ტრილიონი კუბური მეტრის მაჩვენებლით (0.4%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს). ირანი მეორე ადგილზეა: ქვეყნის დადასტურებული მარაგები 34 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს (0.3%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს). სამეულში ხვდება ყატარი – 23.8 ტრილიონი კუბური მეტრი მოცულობით.
მას მოსდევს თურქმენეთი, სადაც დადასტურებული მარაგები გაიზარდა 10,1%–ით – 15,4 ტრილიონ კუბურ მეტრამდე, ასევე შეერთებული შტატები, სადაც მაჩვენებელი შემცირდა 3,6%–ით – 13 ტრილიონ კუბურ მეტრამდე.
საუდის არაბეთი მეექვსე ადგილზეა: გაზის დადასტურებული მარაგის მოცულობა 2019 წელთან შედარებით შემცირდა 10.5%-ით, 8.4 ტრილიონ კუბურ მეტრამდე. არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნიგერია, ვენესუელა და ალჟირი ათეულის ბოლოში არიან.
”2020 წლის ბოლოს OPEC- ის ქვეყნებში ბუნებრივი გაზის დადასტურებულმა მარაგმა შეადგინა 73,74 ტრილიონი კუბური მეტრი, რაც 1,4%-ით დაბალია 2019 წლის მაჩვენებელზე”
წყარო: "ენერგონიუსი"