„გაზის ომი“ დაიწყო: გაზპრომი თავს იმართლებს, ბულგარეთი აპროტესტებს, ავსტრია რუბლს გადაიხდის

„გაზის ომი“ დაიწყო: გაზპრომი თავს იმართლებს, ბულგარეთი აპროტესტებს, ავსტრია რუბლს გადაიხდის

access_time2022-04-27 11:49:17

პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ოთხშაბათს, 27 აპრილს, რუსული გაზპრომი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ ამ ქვეყნების ენერგოკომპანიებმა გაზის საფასური დადგენილ ვადებში არ გადაიხადეს.


„გაზპრომ ექსპორტმა“ აცნობა „ბულგარგაზს“ და პოლონურ PGNiG–ს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვიდრე განკარგულებით დადგენილი წესებით არ დაფარავენ დავალიანებას. გაზპრომ ექსპორტს ამ კომპანიებისგან გაზის საფასური 26 აპრილის საღამომდე უნდა მიეღო“, – აცხადებს გაზპრომი.


მეტიც, გაზპრომი აცხადებს, რომ ბულგარეთი და პოლონეთი ტრანზიტული ქვეყნებია დანარჩენი ევროპისთვის და გაზის მიღებას სატრანზიტო სიმძლავრეებიდან თუ შეეცდებიან, ტრანზიტის მოცულობა მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული გაზის ოდენობით შემცირდება.


ბულგარეთი აპროტესტებს


ბულგარეთი კი აცხადებს, რომ აპრილში მიღებული გაზის საფასური გადახდილი აქვთ და მიწოდების შეწყვეტა კონტრაქტის დარღვევა იქნება. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალეკსანდრ ნიკოლოვმა განაცხადა.


მისი თქმით, ბულგარეთი ევროკომისიის პოზიციებს იზიარებს, რომელმაც ევროპულ ქვეყნებს რუსული გაზის საფასურის ვალუტაში გადახდისკენ მოუწოდა.



„ვინაიდან ყველა სავაჭრო და იურიდიული ვალდებულება დაცულია, გასაგებია, რომ ამ მომენტში ბუნებრივი გაზი უფრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოიყენება“, ციტირებს მინისტრს სააგენტო როიტერი.


მორჩილი ავსტრია


ავსტრია კი დათანხმდა კრემლს გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე.


„ავსტრია და ქვეყნის უმსხვილესი ნავთობ კომპანია OMV თანხმდებიან რუსულ გაზში რუბლის გადახდას“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.


თავის მხრივ, ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორა ჰევესლერმა განაცხადა, რომ რუსული გაზი ქვეყანას სრული მოცულობით მიეწოდება მისი შეწყვეტის შესაძლებლობები არ არსებობს. 


პოლონეთი კატეგორიულია


პოლონეთის ხელისუფლება კი საერთოდ აღარ აპირებს რუსული გაზის შესყიდვას, განაცხადა პოლონური რადიოს ეთერში ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელემა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პეტრ ნაიმსკიმ.


„არა. ჩვენ არ შევიძენთ რუსეთისგან გაზს. დამთავრდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პოლონეთი რუსულ გაზზე უარის სათქმელად 6 წელი ემზადებოდა.


ამ ყველაფრის ფონზე ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი 16%–ით ავარდა და 1000 კუბურ მეტრზე $1300–ს მიაღწია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up