აშშ-ში Amazon-ის თანამშრომელმა, რომელსაც საათში 15.75 აშშ დოლარი აქვს ანაზღაურება, დაიწყო მეორე სამსახური რადგან ვერ ახერხებს მომატებული გაზის საფასურის გადახდას.
ინფლაციიდან გამომდინარე, რეკორდული რაოდენობის ამერიკელი მუშაობს 70 საათი კვირაში - ნახსენებია Business Insider- ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტანდარტული გრაფიკი 9-დან 5-მდე ნაკლებად რეალური ხდება აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რადგან ახლა უფრო მეტს უწევს ორ სხვადასხვა სამსახურში მუშაობა, ვიდრე აქამდე.
BLS-ის (შრომის სტატისტიკის ბიურო) მონაცემებით აშშ-ის მოქალაქეს, რომელსაც სრულ განაკვეთზე კვირაში 35 საათზე მეტი უნდა ემუშავა, ახლა მუშაობს 70 საათზე მეტს, რადგან ორ სხვადასხვა სამსახურში უწევს ყოფნა. 426,000 ამერიკელს მოუწია მუშაობა მსგავსი რუტინით ივნისის თვეში მაშინ, როდესაც 2020 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 308,000 იყო.
Business Insider-ის სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ მიუხედავად ხელფასების ზრდისა ინფლაციის მაჩვენებელი 40 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელზეა, BLS-ის მონაცემებით ინფლაცია ძალიან ნელა იკლებს, სწორედ ამიტომ უწევს მოსახლეობას დამატებით მუშაობა.
ბუნებრივი აირი არ არის ერთადერთი რამ, რის ფასმაც საგრძნობლად მოიმატა. 1979 წლიდან მოყოლებული საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია ახლა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, მაისის თვეში საკვებ პროდუქტებზე ფასებმა 11.9%- ით მოიმატა. რძის, ხორცის და თევზეულის პროდუქტებზე ფასები 14.2%-ით არის გაძვირებული, კვერცხის ფასი კი 32.2%-ით არის გაზრდილი 2021 წლის მაისის შემდეგ - აღნიშნულია Business Insider- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში