რეგიონებში გაზის ტარიფის ზრდა  მომსახურების სფეროს და აგრარულ წარმოებას გააძვირებს

რეგიონებში გაზის ტარიფის ზრდა მომსახურების სფეროს და აგრარულ წარმოებას გააძვირებს

access_time2021-11-03 17:00:39

გაზის გაძვირება ინფლაციურ წნეხს გაზრდის, რადგან მწარმოებლური პროდუქცია გაიზრდება და ინფლაციაზე აისახება. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის თქმით,  გაძვირდება მომსახურების სფერო, განსაკუთრებით სასტუმროები, ასევე აგროწარმოება, სათბურები და სხვა, ყველა ის სერვისი და საწარმო, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ.



,,ყველა ვარიანტში გაძვირდება ის წარმოება, რომელიც გაზს მოიხმარს. ძირითადად ეს იქნება მომსახურების სფერო და აგრარული პროდუქციის წარმოება, მათ შორის, სათბურები.  მთელი საქართველო პრაქტიკულად ბუნებრივი აირის საშუალებით თბება, შესაბამისად, მომსახურების ამ სეგმენტს - სასტუმრო ბიზნესს, ფასების გადახედვა მოუწევს. ცხადია, საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ მიხეილ ჭელიძე და სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებასაც გვიზიარებს.

 


,,ელექტროენერგიის წარმოება და იმპორტიც ქვეყანაში მომგებიანი უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი განვითარდეს და წარმოებული პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესდეს.  ტარიფი თუ გასაზრდელია, ერთხელ დაკორექტირდეს და ვიცოდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლილება არ იქნება მოსალოდნელი. ეკონომიკა ახალი სატარიფო პოლიტიკის  შესაბამისად უნდა გადაეწყოს. გასაგებია, რომ გადასახადის ზრდა რიგ შემთხვევაში  ჩვენი მიზეზით არ არის განპირობებული, გლობალურ ბაზრებზეც ყველაფერი ძვირდება. თუმცა  მუდმივად ტარიფების ცვლა ბიზნესში არასტაბილურობას და  დიდ პრობლემას გამოიწვევს“, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

 


გაზრდილი გადასახადი განსაკუთრებით სასათბურე მეურნეობებს შეუქმნის პრობლემას. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ამბობს, რომ შეიძლება ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან გათბობაზე სათბურების ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მოდის. მეცნიერი გათბობის ალტერნატიული საშუალებების საჭიროებაზეც საუბრობს.


 


,,ჩვენ მაღალი მოსავლიანობის მიღწევა თუ გვსურს, სწორედ სასათბურე მეურნეობები უნდა განვავითაროთ. ამისთვის ფერმერებს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები უნდა ჰქონდეთ. სათბურებით ისედაც არ ვართ განებივრებული. ძირითადი მიზეზი მაღალი ხარჯია, მარტო გათბობა მთელ ბიუჯეტში დაახლოებით 70%-ს იკავებს. ვხედავთ, რომ გაზის გადასახადი ძვირდება, ამიტომ  იმისთვის, რომ ეს ხარჯი შემცირდეს, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ალტერნატიული საშუალებები. ერთ-ერთი ასეთია ცხელი წყლის ფაქტორი გეიზერების სახით, რის შესაძლებლობაც არის საქართველოში, მაგრამ პრობლემა კადრების დეფიციტია. ამიტომაა, რომ ამდენი მცდელობის მიუხედავად სასათბურე მეურნეობები ვერ განვავითარეთ საქართველოში“, - ამბობს კობალაძე.



სასათბურე  მეურნეობაში ხარჯის ზრდაზე საუბრობს ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელი, მეწარმე მახარე მაცუკატოვი, რომელმაც სულ ახლახან  სასათბურე მეურნეობა გამართა და საქმიანობას იანვრიდან შეუდგება. ,,კარტოფილის ჩითილებს გამოვიყვანთ.  მონტაჟი თითქმის დასრულებულია, საქმიანობას თებერვლიდან  შევუდგებით. გათბობა თვითღირებულებაში მთლიანი ხარჯის 20%-ს დაიკავებს.  შესაბამისად, წარმოებული პროდუქცია გაძვირდება, რადგან ბიზნესი სხვაობას სხვა საშუალებით ვერ დაფარავს“, - ამბობს მეწარმე  ,,კომერსანტთან“.



შეგახსენებთ, რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება. ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს კომპანიებმა.



როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up