„გაზპრომ მეჟრეგიონგაზის“ გენერალური დირექტორის ყოფილ მრჩეველს რაულ არაშუკოვს და მის შვილ ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ყოფილ სენატორ რაუფ არაშუკოვს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მათ ბრალი მკვლელობასა და კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობაში ედებათ. გარდა ამისა, სასამართლომ მამასა და შვილს 12 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას რუსული kommersant-ი ავრცელებს.
ყოფილ სენატორს ორი მკვლელობის ორგანიზებასა და მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მამამის ბრალად ედება კრიმინალური საქმიანობის ორგანიზება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა.
Kommersant-ის ინფორმაციით, საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც 2010 წელს ადიღე ხასეს ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი ასლან ჟუკოვი და რესპუბლიკის მეთაურის მრჩეველი ფრალ შებზუხოვი მოკლეს, რომლებიც, სავარაუდოდ, არაშუკოვის კლანის მაქინაციების გამჟღავნებას ცდილობდნენ. გამომძიებლების თქმით, არაშუკოვების ქმედებებს უშიშროების ძალები აფარებდნენ ხელს.