გაზპრომი უახლოეს დღეებში ვოლგოგრადის რეგიონში ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ვოლგოგრადის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. პროექტის ღირებულება 2,6 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 97.2 მლნ ლარი) შეადგენს. ქარხნის წარმოებაში გაშვების ორი ეტაპია გათვალისწინებული - 2023 და 2024 წლებში.
„გაზპრომთან ჩვენ ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ სერიოზული, მსხვილი პროექტები ვოლგოგრადის რეგიონში. ჩვენ სულ მალე გაზპრომთან ერთად ბუნებრივი აირის გათხევადების ქარხნის პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, - განაცხადა ბოჩაროვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „გაზპრომ ჰელიუმ სერვისი“ გაზის დაბალტონაჟიანი საწარმოო კომპლექსს ვოლგოგრადის ოლქის ბიკოვსკის რაიონში ააშენებდა. „გაზპრომი“ თხევად ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების გათვალისწინებით შეიმუშავებს გაზის შემავსებელი ობიექტების ქსელის განვითარების გეგმას და განსაზღვრავს მათ ადგილებს.
რეგიონმა, თავის მხრივ, უნდა განსაზღვროს ბუნებრივი აირის გათხევადებაზე მომუშავე მანქანების შეძენის აუცილებლობა და შეიმუშავოს ზომები გადამზიდავების მხარდასაჭერად.