რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ირანთან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი, თეირანში, ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის და რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის გაზპრომის წარმომადგენლებმა მოაწერეს.
ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მუჰსინ ხოჯასტემეჰრმა განაცხადა რომ აღნიშნული მემორანდუმი, „ყველაზე დიდი უცხოური საინვესტიციო გარიგებაა მისი ქვეყნის ნავთობის სექტორში“.
TRT.NET