გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსულ კომპანია „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძის, ტიმურ კულიბაევის ნაცვლად წარადგინეს. კანდიდატთა სია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში სულ 11 კანდიდატურა არის წარდგენილი. მათ შორის არიან: ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი, „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე, ალექსეი მილერი და რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ნოვაკი. ყველა მათგანი, გერჰარდ შრედერის გარდა, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი მანამდეც იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოში ნაზარბაევის სიძის კანდიდატურა რუსეთის მთავრობამ იანვარში წარადგინა, კანდიდატთა საბოლოო სიაში ის არ აღმოჩნდა.
საბჭოს საბოლოო შემადგენლობას აქციონერთა კრებაზე დამტკიცებენ, რომელიც 30 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.
bpn.ge