„გაზპრომის“ ექსპორტი დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში მიმდინარე წლის 10,5 თვის განმავლობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43,4%-ით შემცირდა და 93,2 მილიარდი კუბ/მ შეადგინა.
ამის შესახებ Report-ი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 93,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა - 43,4 პროცენტით (71,6 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „გაზპრომი“ აწვდის გაზს დადასტურებული განაცხადების მიხედვით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამასთან, შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე მოთხოვნა ტრანსპორტირების სისტემიდან 5,9%-ით, ანუ 12,3 მლრდ კუბური მეტრით შემცირდა.