ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსულმა „გაზპრომმა“ ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის დახურვისთვის ცრუ საბაბი მოიმიზეზა. - ამის შესახებ - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.
„გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს გაზის მიწოდებას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს, ასევე, დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რადგან მას ურჩევნია გაზის დაწვა კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად“, - წერს მამერი.
მანამდე, რუსულმა „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.