ფასებს ვერც ზედმეტად გამყარებული ლარი ამცირებს

ფასებს ვერც ზედმეტად გამყარებული ლარი ამცირებს

access_time2022-05-25 10:00:24

ლარის კურსის მკვეთრი გამყარების მიუხედავად, სამომხმარებლო ბაზარზე გაზრდილი ფასების შემცირება ვერ ხერხდება. გლობალური ფასები, გაძვირებული ლოგისტიკა და ნეგატიური მოლოდინები ფაქტობრივად ყველა დასახელების სურსათის ფასებზე მოქმედებს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ,,კომერსანტთან“ ამბობს, ლარის კურსის დამსახურებაა, რომ ფასების შენარჩუნება შესაძლებელი გახდა.


ჭყონიას თქმით, არსებული კურსის პირობებში მორიგი გაძვირების საფრთხე ფაქტობრივად არ არის, თუმცა პროდუქტი ჯერჯერობით ვერ გაიაფდება და ამაზე საუბარიც ძალიან ნაადრევია.


,,ლარის გამყარების დინამიკა ჯერჯერობით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ფასებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება წარმოუდგენელია. საუკეთესო შემთხვევაა, თუკი ფასების არსებული ნიშნულის შენარჩუნება მოხერხდება. გაიაფების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია და ასე გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ამაზე დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო გადაზიდვები, რომელიც მასშტაბურად გაძვირებულია, ადგილზეც, ყველა ქვეყანაში, სადაც პროდუქტს ვყიდულობთ, ფასები გაზრდილია. ფასების დაწევა მხოლოდ ლარის ფაქტორის მონაწილეობით წარმოუდგენელია. როგორც არ უნდა გამყარდეს ეროვნული ვალუტა, მის მიმართ ნდობა არ არსებობს. მით უმეტეს, ადრეც გვინახავს გამყარებული ლარი, მაგრამ მერე ისევ გაუფასურებულა. ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როცა ლარის გამყარების ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, ამიტომ არანაირი პირობა არ არის ბაზრებზე, რომ ფასების შემცირებაზე დავიწყოთ საუბარი“, - აცხადებს ივა ჭყონია.



მისივე თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება მცირე შეღავათი აღმოჩნდეს მომხმარებლებისთვის, წამახალისებელი აქციებია. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დროდადრო სუპერმარკეტებში მოქმედებს სააქციო ფასები, რის ტენდენცია მუდმივად არის ბაზარზე - ვის რა შესაძლებლობაც აქვს, ფასის შემცირების მიზნით გარკვეულ ფასდაკლებებს აკეთებენ.


რაც შეეხება ლარის კურსს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მაისის  ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8668 ლარია.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0706 ლარს შეადგენს. 

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up