გაზრდილი მოთხოვნის გამო შაქრის საცალო გაყიდვებზე ლიმიტს აწესებენ

გაზრდილი მოთხოვნის გამო შაქრის საცალო გაყიდვებზე ლიმიტს აწესებენ

access_time2022-03-09 15:45:09

ქართული სუპერმარკეტების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბაზარზე შაქრის დეფიციტი არ არის, მაგრამ პანიკური მოთხოვნაა, რის გამოც მაღაზიები პროდუქტზე ლიმიტს აწესებენ. კერძოდ, ქსელურ მარკეტებში ამ ეტაპზე ერთ მომხმარებელს 5 კილოგრამზე მეტი შაქრის ყიდვა არ შეუძლია. გარდა ამისა, მოიმატა ფასმაც, რის მიზეზადაც კურსთაშორისი სხვაობა მიიჩნევა.

 

სუპერმარკეტ ,,ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მარაგების მხრივ პრობლემა არ არის, თუმცა ,,კომერსანტი“ ქსელის ოპერატორებს მომხმარებლის სტატუსით დაუკავშირდა და მათ დაადასტურეს, რომ მაღალი მოთხოვნის გამო რამდენიმე ქსელში შაქრის მარაგის პრობლემაა, რის გამოც  ხალხს ამ პროდუქტის  ყიდვა ლიმიტით უწევს.

 

,,ამ ეტაპზე შაქრის დეფიციტი არ არის, მაგრამ რომელიმე ფილიალებში შაქარი შეიძლება არ დაგხვდეთ, რადგან უკვე ამოწურული იყოს. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაქსიმუმ, 5 კილოგრამის შეძენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ფასს, რამდენიმე თეთრით გაძვირდა და ამ დროისთვის 2,69 ლარს შეადგენს“, - განაცხადეს ,,ნიკორაში“.



ანალოგიური მდგომარეობაა სუპერმარკეტ ,,ლიბრეში“, სადაც შაქარი 10 თეთრით იაფი ღირს, მაგრამ მარაგის მხრივ აქაც პრობლემაა და ხალხი ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს ლიმიტით ყიდულობს.

 

,,შაქარი ყველა ქსელში არ არის, მარაგის მხრივ საფრთხე არ გველის, მაგრამ აჟიოტაჟური მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი 5 კილოგრამზე მეტს ვერ შეიძენს. რაც შეეხება ფასს, 2,59 ლარია“, - აცხადებს ,,ლიბრეს“ თანამშრომელი ,,კომერსანტთან“.

 

რაც შეეხება მცირე მაღაზიებს, ,,ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე მარკეტში მარაგის პრობლემა შეიქმნა, რაც აჟიტაჟმა გამოიწვია.

 

,,ხალხი ცდილობს პანიკურად შეისყიდოს შაქარი, სხვა მხრივ პრობლემა არ არის, მიწოდების მხრივ ბიზნესს საფრთხე არ შექმნია. გარკვეული მარაგები არის, მაგრამ ფასები შეიცვალა, რის გადაწყვეტილებაც სექტორმა ლარის გაუფასურების გამო მიიღო და საფასო ცვლილება მიწოდების პრობლემას ნამდვილად არ უკავშირდება“, - ამბობს ასოციაციის წარმომადგენელი თათია ნანობაშვილი ,,კომერსანტთან“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up