სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 97 ერთეული შეადგინა, რაც 35-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს ბბ დაზღვევა — 66;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 12;
სს სადაზღვევო კომპანია უნისონი- 9;
სს სადაზღვევო კომპანია ალფა - 2;
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი — 3;
სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია - 1;
სს დაზღვევის კომპანია ქართუ - 2;
სს სადაზღვევო კომპანია არდი — 1;
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 1.
კომპანიებმა 2022 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 7 589 565 ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2021 წლის შედეგზე დაახლოებით 1.2-ჯერ (2021 წელს 9 046 107 ლარი იყო) ნაკლებია.
2022 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ორმა სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა ზარალი, რამაც 4 855 968 ლარი შეადგინა. ანალოგიურ პერიოდში, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზარზე „ქართუ დაზღვევას“ 4 631 374 ლარის, ხოლო „არდი დაზღვევას“ 224 594 ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.