გაზრდილი საშუალო ხელფასის 2,3% ინფლაციამ შთანთქა

გაზრდილი საშუალო ხელფასის 2,3% ინფლაციამ შთანთქა

access_time2022-03-21 12:00:58

საშუალო ხელფასი საქართველოში 1464 ლარამდე გაიზარდა. ამ ციფრების მიღმა შემაშფოთებელი მოცემულობაა - თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული 500 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს. გარდა ამისა, დიდია ინფლაციის გავლენაც, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, გაზრდილი საშუალო ხელფასი ინფლაციამ 2,3%-ით შეამცირა.


,,საშუალო ხელფასი 11,3%-ით გაიზარდა, მაგრამ ინფლაცია გვქონდა 13,9%-ის დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ზრდის მიუხედავად რეალურ განზომილებაში ხელფასი დაახლოებით 2,3%-ით შემცირდა ანუ საშუალო ხელფასის ზრდა   ინფლაციის მაჩვენებელს ჩამორჩა. ზოგადად ხელფასებისთვის დამახასიათებელია ზრდის ტენდენცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფლაციამ თითქმის ,,შეჭამა“ საშუალო ხელფასის სიდიდე. ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე საშუალო ხელფასის ზრდა.  სამწუხაროდ, დასაქმებული მოსახლეობის დიდი რაოდენობა, არანაკლებ 45%-სა, 500 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს“, - აცხადებს არჩვაძე.


მისივე თქმით, სახელმწიფომ ეს მომენტი გაითვალისწინა  და კომუნალურ ხარჯებზე სუბსიდირება  სწორედ დაბალშემოსავლიანებზე მოახდინა.


,,ერთია, ხელფასების პირველადი განაწილება და მეორე, მათი  საბოლოო გამოყენება და საბოლოო მოხმარებისთვის განკუთვნილი ხელფასის მსყიდვითი უნარიანობა. ის, რაც ინფლაციამ ,,შეჭამა“,  მისი ნაწილობრივი კონფისკაცია დაბალშემოსავლიანების მიმართ იქნა გათვალისწინებული. მაღალშემოსავლიანები  ინფლაციის გამოწვევის წინაშე პირისპირ დარჩნენ“, - დასძენს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.



სტატისტიკოსის შეფასებით, საინტერესოა ერთი გარემოებაც, რომ სამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება უფრო სწრაფად გაიზარდა - დაახლოებით 1,5-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე არასამეწარმეო სექტორში. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი  მაინც ცდილობს უფრო იოლად გაართვას თავი გამოწვევებს და მეტ მზაობას გამოხატავს.


გარდა ამისა, ქალების ხელფასი უფრო გაიზარდა, ვიდრე მამაკაცების - 65%-ის დონეზეა, რაც იძლევა იმედს, რომ გენდერული სხვაობა ანაზღაურებაში თანდათან დაიძლევა.


შეგახსენებთ, რომ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3%-ით 1464 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,საქსტატი“ ავრცელებს.


 ამასთან, 2021 წლის დეკემბერში ოფიციალურმა ინფლაციამ 13.9%-ს მიაღწია, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ 1150 ლარი თავისი მსყიდველუნარიანობით იმდენივე იყო რაც 2020 წლის 1010 ლარი, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 1030 ლარს შეადგენდა. ის ადამიანები, რომელთა ნომინალური ხელფასიც 2021 წელს 13.9%-ზე ნაკლებით გაიზარდა, რეალურად გაღარიბდნენ.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up