გაზთან ერთად ევროპაში ელექტროენერგიაც ძვირდება

გაზთან ერთად ევროპაში ელექტროენერგიაც ძვირდება

access_time2021-09-25 10:30:49

ბოლო კვირებში ევროპის ქვეყნებში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამის შედეგად გაზზე ფასმა მოიმატა, რამაც დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, კვების მრეწველობაზე და სხვა სფეროებზე გავლენა მოახდინა.

ასევე, ამ ფაქტს ევროპის სახელმწიფოებში ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა. მთავრობა მომხმარებლებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს. კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სირთულეები, რაც ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლასთან არის დაკავშირებული.

ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვეში ელექტროენერგია 35%-ით გაძვირდა, მხოლოდ ბოლო თვეში მისმა ფასმა 8%-ით მოიმატა. ელექტროენერგიის ფასი გაზის საბითუმო ფასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ბოლო დროს მან ისტორიულ ნიშნულს რამდენჯერმე მიაღწია.

თუ მანამდე ოჯახს ელექტროენერგიაში თვეში 40 ევროს გადახდა უწევდა, ახლა ფასმა 60 ევრომდე მოიმატა.

იტალიაში გაზის ფასის ცვლილება განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა. მისი ენერგიის 40% ბუნებრივ გაზზე მოდის, რომლის ნახევარს რუსეთიდან იღებს. იტალიის მთავრობამ, 1,2 მლრდ ევრო დახარჯა იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის გაზი არ გაძვირდეს და კიდე 3 მლრდ ევროს დახარჯვას გეგმავს. მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაზის და ელექტროენერგიის ტარიფებიდან „სისტემური გადასახადები“ იქნება ამოღებული. ეს გადასახადი ძირითად ტარიფს ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლისთვის ემატებოდა.

შესაბამისად, იტალიაში ენერგიის დივერსიფიკაციაზე საუბარი სულ უფრო ხშირად მიმდინარეობს, ქვეყანა გაზზე დამოკიდებულიდან ენერგიის მწვანე წყაროებზე გადასვლას გეგმავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენერგიის განახლებად წყაროებზე ევროპული ქვეყნების გადასვლა გარდაუვალია და ამას ფასების ზრდა მოჰყვება. ამასთანავე, ეკონომისტების ნაწილი გაზზე ფასების ზრდას გლობალური მოთხოვნილების ზრდას უკავშირებენ. პრობლემები იმის გამოც შეიქმნა, რომ გაზზე ფასის ზრდის პარალელურად, ევროკავშირი ატმოსფეროში CO2-ის ამოფრქვევის შემცირების პროგრამას ახორციელებს, ასევე ევროპის ქვეყნებში ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების პროგრამაც არსებობს.


პოლონეთში წელს ბუნებრივ აირზე ფასმა სამჯერ მოიმატა და საბოლოოდ ის 20%-ით გაძვირდა. ამასთანავე, პოლონეთი გაზს თავადაც მოიპოვებს, რაც ქვეყანაში მოხმარებული აირის 50%-ს უზრუნველყოფს გაზის ფასს კი სახელმწიფო არეგულირებს.

ადგილობრივი ბუნებრივი აირი იმპორტირებულზე იაფია. უცხოური გაზით, ძირითადად, საწარმოები მარაგდება და ის ფასების ზრდისგან დაცულია, ვინაიდან გრძელვადიანი კონტრაქტებია გაფორმებული.

პოლონეთის ენერგოსისტემის უდიდესი ნაწილი დღესაც ქვანახშირზეა დამოკიდებული. პოლონეთში გაზის საკითხი ეკონომიკურიც არის და პოლიტიკურიც. მთავრობა მომავალ წელს რუსეთის გაზზე მრავალწლიან დამოკიდებულებაზე უარის თქმას აპირებს და მას ამერიკული და ნორვეგიული გაზით ჩაანაცვლებს, რათა „გაზპრომის“ მონოპოლიაზე და პოლიტიკურ მიზნებში ამ საკითხის მანიპულირების მსხვერპლი აღარ იყოს.

ნორვეგიამ, სადაც ელექტროენერგიის 92,9%-ს ჰიდროელექტროსადგურები აწარმოებს, ევროპაში ნავთობის და გაზის უმსხვილესი მწარმოებელია. ის საწვავს, ძირითადად, ექსპორტზე ყიდის.

მომავალ წელს ნორვეგიის ენერგეტიკული კომპანია Equinor გაზის ექსპორტს 2 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდის, რათა ევროკავშირს და დიდი ბრიტანეთის გაზრდილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გაზის და ელექტროენერგიის გაძვირება აქაც არის შესაძლებელი. საშუალოდ დღეს ნორვეგიული ოჯახი ელექტროენერგიაზე და თბილ წყალზე თვეში 64 გირვანქა სტერლინგს (73 ევროს) იხდის.

1-ლი ოქტომბრიდან ნორვეგია წყალქვეშა კაბელის მეშვეობით ელექტროენერგიის ექსპორტირებას შეძლებს დიდ ბრიტანეთში. ფაქტობრივად, ორი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში არ შედის, ერთიან ენერგეტიკულ სისტემას შექმნის.

წყარო: pia.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up