როგორ ხვდება ბიზნესი სიახლეს - გაზზე მომუშავე ტექნიკის რეგულაციები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

როგორ ხვდება ბიზნესი სიახლეს - გაზზე მომუშავე ტექნიკის რეგულაციები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

access_time2021-11-17 15:00:30

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს, საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.




ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ნორმებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. თარიღი საბოლოოა, რეგულაციის ამოქმედება აღარ გადაიდება. 




კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რამდენად მომზადებულები ხვდებიან აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების მიმწოდებელი კომპანიები ახალი რეგულაციებს და “თერმო ცენტრის“ იურისტს სოფიო მენაქრიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, კომპანიებმა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად მწარმოებლებთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად კომპანიებს  1-ლი დეკემბრის შემდეგ დარჩენილი ნაშთების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.




„ჩვენ  ბაზარზე  ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად  გვქონდა  შეხვედრა ჩვენ  მწარმოებლებთან და მოლაპარაკების  გზით  მივედით  გარკვეულ  შეთანხმებამდე, ჩვენი კომპანიის  შემთხვევაში  თითოეული მწარმოებელი კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც  ჩვენთვის პროდუქციას ამზადებს,  ამ ეტაპისთვის გვეუბნება, რომ  პირველი დეკემბრისთვის ის ყველა დოკუმენტი, რაც მოთხოვნილი ახალი რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ  გვექნება  მზად და არ მოგვიწევს შეფერხება. რაც  შეეხება ნაშთებს და  პროდუქციას, რაც პირველ დეკემბრამდე შემოვა საქართველოში, ამასთან დაკავშირებით გაყიდვის შეუზღუდავი შესაძლებლობა  გვაქვს, შესაბამისად არსებული  ნაშთები, რაც მანამდე გვქონდა  და  ახლა  პირველ  დეკემბრამდეც დაგვემატება, შეგვეძლება რომ გავყიდოთ. ნაშთებთან ერთად  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სათადარიგო და სამწყობრო ნაწილებზე შესაბამისობის  დეკლარაციის  წარდგენა იყო და ეს გამოწვევაც დაძლეულია.


დარჩა  მოწყობილობებისთვის  შესაბამისობის  დეკლარაციის  წარმოდგენა, რაზეც ბაზარზე  ზედამხედველობის სააგენტოსთან და  უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად  ვმუშაობთ, ჯერ კიდევ მუშაობის  პროცესი მიმდინარეობს,  მაგრამ პირველადი  პროგნოზით  შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი პირველ დეკემბრამდე  გვექნება და საქმიანობას შეუფერხებლად გავაგრძელებთ“, -  აღნიშნა სოფიო მენაქარიშვილმა.




იურისტმა ისიც  აღნიშნა, რომ  ცვლილების ამოქმედების  შემდეგ იმპორტიორი კომპანიები პროდუქტზე  ფასის  ზრდას  ელოდნენ, რადგან  ვარაუდობდნენ, რომ ბაზარზე  დეფიციტი შეიქმნებოდა, თუმცა  ვინაიდან კანონი ნაშთების  გაყიდვის  შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე დეფიციტს  აღარ ელიან და  შესაბამისად ახალ პროდუქციაზე ფასი  ისეთ მაღალი აღარ იქნება, როგორი მოლოდინიც იყო. 




„თავდაპირველი ვარაუდით გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ პროდუქტზე  ფასები გაიზრდებოდა, რადგან ბაზარზე დეფიციტს  ველოდით,  თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კომპანიას ნაშთების  გაყიდვის  შესაძლებლობა  გვაქვს, ბაზარზე დეფიციტი ამ კუთხით  აღარ  შეიქმნება,  შესაბამისად  ახალი  პროდუქცია  რაც  შემოვა, ფასების ისეთი დიდი ზრდა,  როგორიც თავდაპირველად იყო  მოსალოდნელი, აქტუალური აღარ არის. 

მართალია,  ლარის გაუფასურებამ და მასალის  გაძვირებამ საბოლოო  პროდუქტზე ფასი გაზარდა, თუმცა  ისეთი რადიკალური ცვლილება,  რასაც ველოდით აღარ იქნება.

რაც შეეხება ტექნიკურ  პერსონალს, ამ ეტაპზე მათი გადამზადება-დატრენინგების პროცესი მიმდინარეობს, თვითონ დანადგარებში ისეთი ცვლილება, რამაც   შეიძლება  რომ სერვისის კუთხით  შეფერხება გამოიწვიოს, არ იგეგმება, თუმცა ის  ცვლილებები, რაც არის  თუნდაც  ქვაბის მოწყობისას ტექნიკურ დეტალებში მოსალოდნელი, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი სერვისის  თანამშრომლები თითოეულ დეტალს  ხელმძღვანელობასთან ერთად გადიან. 

თუ უშუალოდ ჩვენ კომპანიაზე დაყრდნობით ვისაუბრებთ,  ჩვენი მხრიდან სერვისის კუთხით  მომხმარებელს  პრობლემა არ  შეექმნება, იმიტომ რომ ახალ  დადგენილებას  და აღნიშნულ  ცვლილებებს  მომზადებული პერსონალით  შევხვდებით“, -  აღნიშნა სოფიო მენაქარიშვილმა.


საქსტატის მონაცემებით, ქართული ბაზარი წელიწადში  საშუალოდ 50 000 ცენტრალური გათბობის ქვაბს და 120 000 ბუნებრივ აირზე მომუშავე წყალგამაცხელებელს ითვისებს. ეს პროდუქცია განაწილებულია სხვადასხვა საფასო სეგმენტებად. ევროპული - პრემიუმ, თურქულ-აზიური  საშუალო და აზიური შედარებით ბიუჯეტურ სეგმენტებად მოიაზრებიან. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნის ძირითადი წილი სწორედ ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტზე მოდის, რაშიც მთლიანად შედის წლიური 120 000 ერთეული წყალგამაცხელებელი და ქვაბების სრული წილის 3/4.



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up