გედევან ფოფხაძე - მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები - ყველაფერი მაჭავარიანის პასუხისმგებლობაა

გედევან ფოფხაძე - მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები - ყველაფერი მაჭავარიანის პასუხისმგებლობაა

access_time2020-03-09 13:03:41

ალბათ, ყველას გახსოვთ ყალბი დღგ-ის საქმე, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სამსახურმა 53 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, 38 კი დააკავა.

მათი უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები არიან. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარის ზარალი აიცილა. მათივე ინფორმაციით, კომპანიების დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი დღგ-ის ანგარიშფაქტურებს აყალბებდნენ. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით დღგ-ში ყალბ აქტივს იქმნიდნენ. პარალელურად, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებდნენ, რომ სწავლობდნენ საჯარო მოხელეების ზემოხსენებულ უკანონო სქემასთან კავშირს, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა. ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ და ლევან კობერიძემ ეს საკითხი კვლავ წამოსწიეს და განაცხადეს, რომ მთავარი კითხვები ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უნდა დაესვას.


გედევან ფოფხაძე: - ივანე მაჭავარიანის ბრალეულობაზე ფიქრის საფუძველს მაძლევს ის, რომ მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე არ მოვიდა. მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, ტელევიზიების დავალიანების ამოღების გრაფიკი, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები - ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა. ან დაასაბუთოს, რომ ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის, ან გადადგეს თანამდებობიდან და აღიძრას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. ყველა, ვინც მას დაიცავს, მისი თანამონაწილეა.

- მაჭავარიანმა მოგვიანებით განმარტა, თუ რატომ არ მოვიდა საკომიტეტო სხდომაზე.

- დიახ, სამი დღის წინ ვიყავი და თუ რამე გინდოდათ, გეკითხათო. ვის უნდა დააჯეროს, რომ არ იცის, რა განსხვავებაა კომიტეტის სხდომასა და მინისტრის საათის ფორმატებს შორის? მინისტრის საათის ფორმატი, ასე თუ ისე, არასასურველი კითხვების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა და ეს მაჭავარიანმა კარგად იცის. მას არ სურდა კორუფციაზე საუბარი და ამიტომ არ მოვიდა კომიტეტის სხდომაზე.

არ ვამბობ, რომ კორუფციული სქემა პირადად მაჭავარიანმა შექმნა და ფული მან მოიპარა. ჩვენ ვამბობთ, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო. ვინ დაიჯერებს, რომ ასეთი რამ ვინმემ მინისტრის ხელის დაფარების გარეშე გაბედა?


ლევან კობერიძე: - პოლიტიკური კორუფციაა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ტელევიზიების 55 მლნ-იანი დავალიანება, რომელიც გადასახადის გადამხდელების ფულია. მე ფინანსთა მინისტრისგან ასეთი პასუხი მივიღე, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ შეგვიშალა ხელიო. კი მაგრამ, თუ "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში სტრასბურგმა შეუშალა ხელი, "მაესტროსა" და "იმედთან" დაკავშირებით რა მოხდა, რატომ ვერ დაადეს ინკასო? რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, 100 მლნ დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნას მინისტრის მფარველობის გარეშე რომ ვერავინ მოახერხებდა, ეს ყველამ ვიცით. ერთმა პატარა კომპანიამ ერთ დღესაც რომ გადააცილოს დღგ-ს გადახდა, მაშინვე დაუყადაღებენ ანგარიშს. როგორ დაგროვდა 100 მლნ დავალიანება?! ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ რეალურად არაფერია გამოძიებული.


- ცნობილია, რომ ამ საქმეზე საკმაოდ ბევრი პირია პასუხისგებაში მიცემული.

- კი, მხოლოდ წვრილ ბიზნესმენებზე გადატეხეს ჯოხი, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ არის დაჭერილი. ვინ არის რეალურად ამ საქმის სათავეში? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს ფინანსთა მინისტრმა. თუ მისი წინამორბედია დამნაშავე, ისიც უნდა თქვას. როგორ ავიდა დავალიანება 100 მილიონამდე? ეს არის კითხვა, რომელზეც დღემდე პასუხი არა აქვს არც "სუს-ისა და არც სხვა ორგანოს ანტიკორუფციულ სააგენტოს... ვფიქრობ, ივანე მაჭავარიანი პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს ან გამოჰკითხოს.

საზოგადოდ, მაღალჩინოსნების, მათ შორის ფინანსთა მინისტრის საქმეს სუს-ის ანტიკორუფციული უწყება იძიებს. შესაბამისად, გამოძიების ზედამხედველობა აღებული აქვს მთავარ პროკურატურას. აქედან გამომდინარე, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს მაღალჩინოსნების დაკითხვით ან გამოკითხვით, იქნება ეს ახლანდელი ფინანსთა მინისტრი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ფინანსური პოლიციის უფროსი, თუ მათი წინამორბედები...

კორუფცია იმ დონემდე ავიდა, რომ ეს ჩვენი სოციალური პრობლემების მთავარი წყარო გახდა. მხოლოდ ხელისუფლებასთან ინტეგრირებულ ვიწრო ჯგუფებს შეუძლიათ მიიღონ სარგებელი იმ საზოგადოებრივი სიკეთიდან, რაც ბიუჯეტში შედის.

ახლახან პარლამენტში კანონპროექტი შემოიტანეს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ვანო ჩხარტიშვილის წლიური შემოსავალი დაახლოებით 7-8 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს არის უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "თამბაქოს კონტროლის შესახებ". კანონპროექტი მთლიანად ჩხარტიშვილის ინტერესებზეა მორგებული, ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას.

სახელმწიფოს კონცეფცია გულისხმობს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ხოლო ეს კანონპროექტი ზრდის თამბაქოზე ხელმისაწვდომობას. უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონში ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის, ანუ საჩიბუხე, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების რეალიზაცია 50 და 100-გრამიან საფუთავებთან ერთად, შესაძლებელი იქნება 15-გრამიან საფუთავებშიც. სხვათა შორის, ეს კანონპროექტი ევროდირექტივასაც ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, რეალიზაციისთვის მინიმალურ რაოდენობას 30-გრამიანი საფუთავი წარმოადგენს.

- რატომ ფიქრობთ, რომ კანონპროექტი მხოლოდ ჩხარტიშვილის ინტერესებზეა მორგებული?

- იმიტომ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში წყალს დაასხამს ვანო ჩხარტიშვილის წარმოებას, რომელიც თამბაქოს ერთადერთი საწარმოა საქართველოში.

ხათუნა ბახტურიძე

წყარო:კვირის პალიტრა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up