გეიტსი: პანდემიის პროგნოზირება სახიფათოა - არ უნდა გავთამამდეთ

გეიტსი: პანდემიის პროგნოზირება სახიფათოა - არ უნდა გავთამამდეთ

access_time2022-01-20 09:30:00

ფილანთროპმა ბილ გეიტსმა და Wellcome-ის ფონდის დირექტორმა, ჯერემი ფარარმა, საზოგადოებას მოუწოდეს სიფრთხილე გამოიჩინონ კორონავირუსის განვითარების პროგნოზირებაში.



„საუბარი პანდემიის დასასრულზე ან მოლოდინზე, რომ ერთ დღეს გაიღვიძებთ და ის დასრულებული იქნება, ნაადრევია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ განსხვავებული სცენარებისთვის, რომლებიც შესაძლოა არც ისე ვარდისფერი იყოს”,- თქვა ფარარმა.



მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების წყალობით, არაერთი ქვეყანა ახერხებს გაუმკლავდეს ომიკრონს, მსოფლიოს დიდი ნაწილი დაუცველი რჩება და ახალი ვარიანტები კვლავ საფრთხეს ქმნიან.



ბილ გეიტსი ვარაუდობს, რომ მოსახლეობაში იმუნიტეტის დონის მატებამ შეიძლება შეამციროს ომიკრონის და მომავალი ვარიანტებისგან მომავალი საფრთხე, მაგრამ პანდემიის კურსის პროგნოზირება სახიფათო რჩება.




„ჩვენ არ გვივარაუდია ისეთი გადამდები შტამი, როგორიც ომიკრონია. ამიტომ არ უნდა გავთამამდეთ მომავლის წინასწარმეტყველებაში”,- თქვა მან ზარზე.



Wellcome-მა და Bill & Melinda Gates Foundation-მა განაცხადეს, რომ შესაძლო ვარიანტებისა და მომავალი პანდემიის საფრთხეების შესახებ კვლევის მოსამზადებლად ერთობლივად $300 მილიონს გაიღებენ. თანხას მიიღებს ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციებისათვის კოალიციისთვის (CEPI), რომელიც ვაქცინების განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობს. CEPI-ს ხელმძღვანელი, რიჩარდ ჰეჩეტი ასევე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია პანდემიის მწვავე ფაზის დასრულების გამოცხადება. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი ხუთი წლის წინ, ებოლას კრიზისის შემდეგ, რამდენიმე მთავრობისა და კერძო პირების მხარდაჭერით შეიქმნა.



CEPI მუშაობს ვაქცინების შემუშავებაზე, რომლებსაც შეუძლიათ ფართო დაცვა მრავალი კორონავირუსისგან. ჯგუფის $3,5-მილიარდიანი სტრატეგია ითვალისწინებს შეიქმნას ვაქცინების და სხვა აღჭურვილობის პროტოტიპის ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ვირუსების ათობით ოჯახისგან მომავალ საფრთხეებთან ბრძოლა და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ვაქცინის 100 დღის ვადაში შექმნა.



„არავის სჯერა იმის, რომ ომიკრონი იქნება ბოლო ვარიანტი და Covid-19 ბოლო პანდემია”,- თქვა ფარარმა.



ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ იმედი გამოთქვა, რომ ომიკრონის სწრაფი გავრცელება და მისგან გამოწვეული ნაკლებად მძიმე შედეგები შესაძლოა პანდემიის დასრულების ნიშანი იყოს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის, ენტონი ფაუჩის და ჯანდაცვის სხვა ექსპერტების განცხადებით, ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა ომიკრონის ვარიანტი Covid-19-ის პანდემიიდან ენდემურ დონეზე გადასვლის მაცნე.


წყარო: Bloomberg, „ბიზნეს ფორმულა“


თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up