გელა ხანიშვილი: წისქვილკომბინატებს რთული პერიოდი აქვთ

გელა ხანიშვილი: წისქვილკომბინატებს რთული პერიოდი აქვთ

access_time2022-04-28 15:20:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი გადაჭარბებულს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის.

როგორ მან „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, ამ თვეში (დღეის მდგომარეობით) ქვეყანაში 8200 ტონა ხორბალია შემოსული.

მისი თქმით, ხორბალი შემოდის რუსეთიდან სხვადასხვა მარშრუტით, მათ შორის, გარდაბნიდან, ლარსიდან და ა.შ. ამავე დროს, დღეის მდგომარეობით შემოსულია 15 000 ტონა ფქვილი.

„იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობამ დააწესა ექსპორტის გადასახადი ხორბალზე, ადგილზე თავის წისქვილკომბინატებს აწოდებს ექსპორტის გადასახადის გარეშე, ბევრად იაფად (დღევანდელი ფასი 120 აშშ დოლარი). ეს მათ წისქვილებს საშუალებას აძლევს უფრო იაფად აწარმოონ ფქვილი.

ჩვენმა სახელმწიფომ, იმის გამო, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს იაფი ფქვილი, ბიზნესს მისცა საშუალება, რომ შემოეტანათ ფქვილი, ნაცვლად ხორბლისა. ამის გამო პრაქტიკულად ყველა წისქვილკომბინატი ფქვილის იმპორტზე გადაერთო. ამით შევძელით, შეგვენარჩუნებინა სამუშაო ძალა წისქვილკომბინატებშიც და ამავე დროს, მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალურად იაფი პური. ასეთი იაფი ფქვილის წარმოება ჩვენს ქვეყანაში სხვაგვარად შეუძლებელია,“ - აცხადებს ხანიშვილი.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ჩვენთვის სასურველი პირობებით რუსეთის გარდა, თუნდაც, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა და ამით წისქვილკომბინატების შენარჩუნება, ხანიშვილი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას პური საგრძნობლად გაუძვირდებოდა.


„ყაზახური, ევროპული ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხორბალი რუსულზე ძვირია. ევროპული ხორბალი არის მკვეთრად ძვირი, ყაზახური - ძვირია $20-30-ით (ტრანსპორტირებიდან გამომდინარე). ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ხორბლის შემოტანა წისქვილებისთვის არარენტაბელურია, რადგან როდესაც ბაზარზე არსებობს იაფი ფქვილი, ძვირს ვერ გაყიდი,“-აცხადებს ხანიშვილი.

მისი განმარტებით, ეს არ არის ის გარემო, რომელიც აბსოლუტურად ხელსაყრელია წისქვილკომბინატებისთვის, თუმცა, ჩვენთვის პრიორტეტი მოსახლეობის ინტერსებია.

ხანიშვილის განცხადებით, დღეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არ არსებობს. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ხორბლის შენახვა სტაბილურობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ლოგიკური და სწორია, ვიდრე - ფქვილის. თუმცა, ფქვილის შენახვა თვენახევარი, 2 თვის განმავლობაში შესაძლებელია.

„როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ 15 000 ტონა ფქვილი შემოვიდა აპრილში და ეს კიდევ გაიზრდება თვის განმავლობაში, სწორდ ეს ქმნის სტაბილურობის განცდას. გრძელვადიან პერსექტივაში უკეთესია იყოს ხორბლის მარაგი, იმუშაონ ჩვენმა წისქვიკომბინატებმა, ვიდრე ფქვილი შემოვიდეს. თუმცა, ისევ და ისევ მოსახლეობის სოციალური ინტერესის გათვალსიწინებით, გვირჩევნია მივაწოდოთ მათ რამდენადაც შესაძლებელია იაფი პური, ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა,“ - აცხადებს ხანიშვილი.

მისი ინფორმაციით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ წისქვილკომბინატებს რთული პერიოდი აქვთ, თუმცა, ისინი მუშაობენ ნაწილობრივ, არასრული დატვირთვით, ამავე დროს, დღეს ფქვილის ძირითადი შემომტანი მსხვილი წისქვილკომბინატები არიან.

business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up